საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80261

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, რომლის მიხედვითც აცნობებდა, რომ სასულიერო სასწავლებლის ერთად შეერთების დროს ის დარჩენილა შტატის გარეშე და არ ყოფილა დათხოვნილი. ამიტომ უფლება ჰქონდა მიეღო სალიკვიდაციო ფული თუ მოინახებოდა საბუთები მისი ადგილზე დანიშვნისა და ნამსახურების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 წერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის პედაგოგ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს აცნობეს, რომ სასულიერო სასწავლებლების გაერთიანების შემდეგ იგი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. შესაბამისად, სალიკვიდაციო თანხის მიღების უფლება ჰქონდა, რისთვისაც ნამსახურობის საბუთები დასჭირდებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს შეატყობინეს, რომ მისი ნამსახურობის საბუთები სასულიერო გიმნაზიისა და კათალიკოსთა საბჭოსაგან არ მიუღიათ, ამიტომ თავად უნდა მოეძებნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მიმდინარე წლის 29 მარტს N2532 მიწერილის პასუხად სწერს, რომ ვლადიმერ აბაშიძემ შეიტანა ქუთაისის ხაზინაში საპენსიო ფონდში ჩასარიცხად 49 მ., რის დასამტკიცებლადაც წარმოდგენილია საბუთი 1919 წლის 3 აპრილიდან N4688. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 აპრილს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა მიწათმოქმედების, გზათა და შრომის მინისტრს აუწყა, რომ რიონზე ნაოსნობის მომწყობი და მიმღები კომისიის გზათა სამინისტროს რწმუნებულად აკაკი ბეგლარის ძე ჩოჩუა დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 4 აპრილს სახალხო სკოლების ინსპექტორ ვასილ ჯაფარიძეს მისწერეს, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რევიზიის შედეგი დაუყოვნებლივ წარედგინა განათლების სამინისტროში. ხელს აწერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, იპ. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, კ. ქავთარაძე, შ. დედაბრიშვილი, თავმჯდომარეობდა თ. კიკვაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების მარიამ ჯარიაშვილისა და სოფიო ჩიტაძის თხოვნა, ტრამვაის ტარიფის გადიდების გამო (დღეში 8 მანეთი ეხარჯებათ) მიეცეთ მათ დამატებითი ჯამაგირი საგზაო ხარჯების დასაფარად, თითოს თვეში 192 მანეთი. სასკოლო სექციამ დაადგინა, დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა. გამგეობამ მხედველობაში მიიღო სიძვირის პირობები და მასწავლებლებს დახმარებად მისცა 384 მანეთი, ორივეს თანასწორად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ქართველიშვილის თხოვნა ჩუმლაყის სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. სექციამ და გამგეობამ დაადგინა ჩუმლაყის ბიბლიოთეკას 60 მანეთის წიგნები გადასცემოდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ შრომის სკოლის გამგე იოსებ ჩხატარაიშვილის მოხსენება 1-ლი აპრილიდან გრიგოლ ჩიქვინიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ. სხდომის დადგენილებით, მისი წასვლის შემდეგ შემცვლელს არ დანიშნავდნენ, ვინაიდან სკოლა ერობას უნდა ჩაბარებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის და თევდორე კიკვაძის მოხსენებები „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ამ საქმის მოგვარება სასკოლო კომისიას მიენდო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ იოსელიანის თხოვნა, აღიძრას შუამდგომლობა, რათა ავადმყოფი საზოგადო მოღვაწე გიორგი იოსელიანი (წყალტუბელი) მოეთავსებინათ მიხეილის საავადმყოფოში. გამგეობა დაეთანხმა ამ თხოვნას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარვასლის გამგე ირ. რამიშვილის წერილი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას უნდა გადაეხადა ქარვასლაში დაქირავებული ოთახების ქირის ყოველთვიური ხარჯი, 720 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, აღძრულიყო შუამდგომლობა მიწათმოქმედების სამინისტროს წინაშე, რომ საზოგადოებას გადასახადის მომატება არ შეხებოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნინო ილიას ასული გომელურის თხოვნა ერთჯერადად 100 მანეთით დახმარების შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილს თ. კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნსაცავიდან გაზეთების კომპლექტების მოთხოვნის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ თხოვნის თანახმად.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაქორწინდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი, იოსები. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 აპრილს ხობის მაცხოვრის კარის ეკლესიის ეზოში მღვდელ იოანე კანდელაკის თავმჯდომარეობით შედგა სამრევლოს კრება სასწავლებლებში საღვთო სჯულის სწავლებისა და სამღვდელოების ნივთიერად უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს დამფუძნებელ კრებას სთხოვეს, საღმრთო სჯული სავალდებულო საგნად მიეღოთ და სამღვდელოების შენახვაზე სახელმწიფოს ეზრუნა. მათი თქმით, ეკლესია სახელმწიფოსგან განცალკევებული არ უნდა ყოფილიყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 8 აპრილს თბილისში დაკრძალეს მინადორა გორგილაძისა, რომელიც ს.დ.მ.პ. ლიტერატურას არალეგალურად ავრცელებდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 8 აპრილის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, ინჟინერი ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე დაინიშნოს მიწათმოქმედების, გზათა და შრომის სამინისტროს გზათა დეპარტამენტის დირექტორად.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 8 აპრილს თბილისის საგანგებო სასამართლომ განიხილა მეცხრე კომისარიატის ყოფილი თანაშემწის, გ. ჭკუასელის, ამავე უბნის მილიციონერების – ი. ჯანელიძის და ნ. კიკნაველიძის საქმე. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დამტკიცდა, როგორც კერძო ინტერესებისა და ინტრიგის ნიადაგზე აღმოცენებულად და სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ ცნო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 9 აპრილს ბათუმის ქართული გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროდან მიიღო ნებართვა, რომ ნ. გოგელია 1-ლი კლასის დამრიგებლად დაენიშნა და მისთვის დამრიგებლის კუთვნილი ჯამაგირი მიეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 11 აპრილს განათლების სამინისტრომ თბილისიდან ონში დეპეშით აცნობა რაჭის ერობის გამგეობას, დირექტორ ბერიძეს, რომ 75 ათასი მანეთს უგზავნიან ქალაქისა და სოფლის მასწავლებლების ხელფასებით დასაკმაყოფილებლად.