საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 ივნისის თბილისის მე-3 ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს (დირექტორი – ალექსანდრე დავითის ძე საფაროვი, საქმისმწარმოებელი – დავით სოლომონის ძე ხახანოვი) სხდომის ამონაწერის მიხედვით, 1919-20 სასწავლო წელს ჰიგიენაში კურსი სრულად გავლილი იყო. მასწავლებელი თვლიდა, რომ მე-8 კლასში ჰიგიენის ნაყოფიერად გავლისთვის საჭირო იყო მოსწავლეებმა ელემენტარული ჰიგიენა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია უფრო დაწვრილებით მე-5 და მე-8 კლასებს შორის შეისწავლონ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N25 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „28 სექტემბერი“ ქალთა სამოქალაქო უფლებებისა და ქალთა მოძრაობის მოწინააღმდეგეების შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 გამოქვეყნდა ქართველთა სამხედრო კავშირის (ქუთაისის განყოფილება) განცხადება, რომელიც იუწყება, რომ ეს კავშირი მოთავსებულია ვორონცოვის ქუჩაზე, დ. ბახტაძის სახლში, ის არის უპარტიო დაწესებულება და ჩაწერა შეუძლია ყველას, ქართველ მხედრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, სამხედრო ექიმებს და სამხედრო მოხელეებს (არასამხედრო პირებს ჩაწერა შეუძლიათ დამხმარე წევრად). კავშირს აქვს სამკითხველო და იქვე მიიღება შემოწირულობა და წევრად ჩაწერა, ღიაა დილის 8 სთ-დან 2 სთ-მდე, საღამოს 5 სთ-დან 8 სთ-მდე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N25 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა II“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც მოთხრობილია ქალთა მოძრაობის შესახებ გერმანიაში.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N25 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავს ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისათვის ბრძოლის მნიშვნელობას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N25 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა „დეკაბრისტების პროცესის გამოძიება – გატეხა და შენანება“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ფსევდონიმით „რიონელი ქალი“(კატო მიქელაძე) დაიბეჭდა პუბლიკაცია „იდეური მებრძოლნი“ პოლიტიკური იდეებისთვის ბრძოლის შესახებ. ავტორი ახსენებს ფრანგ პოეტსა და ფილოსოფოსს, მ. გუიოს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ეკატერინე ბრეშკო-ბრეშკოვსკაიამ ირაკლი წერეთელი მხნეობისთვის გადაკოცნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე ამიერკავკასიას ოცდათექვსმეტი წარმომადგენელი ეყოლებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N25 ცნობით, ქალთა ორგანიზაციას დემოკრატიულ საბჭოში წარმომადგენლად ნოვიკოვი ჰყავდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 28 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 25 იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიურო (ხელმძღვანელი კატო მიქელაძე) წევრთა საყურადღებოდ აცხადებს, რომ მომავალი კვირიდან საზოგადო კრებები კლუბის წევრთათვის გაიმართება ქალაქის სამკითხველოში ყოველ კვირა დღეს საღამოს 6 საათზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მეღვინე-მევენახეთა კონგრესის წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე წერდა, რომ კონგრესმა იმსჯელა და ჩამოაყალიბა დარგის საჭიროებანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცია“ ცნობით, პარიზიდან ბაქოში დაბრუნდნენ ვერსალის კონფერენციის მთიელი დელეგატები: იბრაგიმ-ბეკ ჰაიდაროვი და ხ. ხაძარაგოვი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სამთავრობო კრიზისია იყო. რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნასიბ-ბეკ უსუბეკოვმა 13 სექტემბერს გადადგომის თხოვნით მიმართა პარლამენტს, მიზეზად კოალიციურ პარტიათა შორის უთანხმოება და სამთავრობო უმრავლესობის უყოლობა დაასახელა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 სექტემბრის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ წერადა, რომ 13 სექტემბერს, შაბათს, თბილისში, ვერის დაღმართზე მოხდა ტერორისტული აქტი: ორი ბომბი შეუგდეს მანქანას, რომლითაც თანმხლებ პირებთან ერთად მგზავრობდა გენერალი ნიკოლოზ ბარათოვი – სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში. აფეთქებას ემსხვერპლნენ სამნი: მძღოლი, მისი თანაშემწე და პოლკოვნიკი სელიმ ალხავი. გენერალი ბარათოვი ფეხში დაიჭრა მძიმედ, ხოლო გენერალი ოდიშელიძე – თავში. გაზეთისავე ცნობით, ოპერაციის შემდეგ ბარათოვი მომჯობინებას იწყებდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ივლისის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ 10 ივლისს, მეორე ქართულ კლუბში (პლეხ. ქ. N129) გ. ქუჩიშვილის საღამო გაიმართებოდა. სიტყვით გამოვლენ: „მოწინავე სადარაჯოზე“ ვ. კოტეტიშვილი, პოეტები: ვარლამ რუხაძე, გ. ტაბიძე, სოლომონ თავაძე (ობოლი მუშა), გ. ცეცხლაძე, გ. შინატეხელი და სხვ. დეკლამატორი მიხ. ჭიაურელი, შალვა (თაგუნა) გიორგის ძე შარაშიძე წაიკითხავდა ახალ ნაწარმოებს; ღონისძიებას ი. თარალაშვილი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ 10 ივლისს ქ. ოზურგეთში გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე გაიმართება პანაშვიდი ბოლშევიკთა ბრბოების მიერ სოხუმთან მოკლული გვარდიის ხელმძღვანელის, კაპიტან შალიკო ნესტორის ძე ელიაძის გასახსენებლად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა სოლომონ დოლიძის 100-გვერდიანი წიგნი „ბუნება და ჯანმრთელობა“, ფასი 50 მან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 9 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ აჭარაში ბრბოსთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა ლეიტენანტი შალვა (კოხტა) გიგინეშვილი. 

1919

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ვოლნი გორეცის“ 1919 წლის №1 აქვეყნებს საკუთარი კორესპონდენტის (ხელს აწერს - М) ინფორმაციას ინგუშეთიდან: თებერვლის სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ გენერალ ლიახოვის ხიშტებით დამორჩილებულმა ინგუშებმა მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნის შესრულება აღუთქვეს მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლებას, მაგრამ ინგუშეთს აღარც კონტრიბუციის სრულად გადახდის უნარი შესწევდა და აღარც მოლაშქრეთა გამოყვანა შეეძლო ბოლშევიკებთან საბრძოლველად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტ М-ის ცნობით, ვინაიდან დენიკინელებს ძალიან სჭირდებოდათ ცოცხალი ძალა, მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ხელისუფლება ცდილობდა ინგუშეთის მმართველის, მალსაგოვისა და მისი ოფიცრების მეშვეობით დაეჩქარებინა ინგუშ მოხალისეთა მობილიზება, მაგრამ – უშედეგოდ. გათიშვის ნაცადმა პოლიტიკამაც ინგუშთა მხოლოდ იმ ნაწილში გაჭრა (კანტიშევო, ბაზორკინო, დალაქო), რომელმაც თებერვლის სისხლიანი დღეების სიმწარე იწვნია: დაშინებულმა და საკუთარი ძალების რწმენადაკარგულმა მოსახლეობამ კარგად იცოდა, რაც ელოდა კაზაკებთან და „დობროარმიასთან“ კონფლიქტის შემთხვევაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარი კორესპონდენტის მიერ ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ დენიკინელთა მცდელობამ, ადგილობრივი მოლაშქრეების ხარჯზე შეევსოთ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) შეთხელებული რიგები, მხოლოდ იმ მხარეში გამოიღო შედეგი, სადაც მოსახლეობა დაშინებული იყო თებერვლის სისხლიანი მოვლენებით. ინგუშეთის სხვა კუთხეებში კი თეთრგვარდიელთა პროვოკაციული საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა: აქ ხალხის კეთილგანწყობა ანტიდენიკინური ძალების მხარეს იყო. ამასთან, ინგუშებმა მტრის გამთიშველი პოლიტიკის საპირწონედ შექმნეს შარიათის პოლკი, ფაქტობრივად, შარიათის სასამართლო, რომელიც რეალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა და რომელმაც ინგუშეთში სანიმუშო მართლწესრიგი დაამყარა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 აქვეყნებს ინგუშეთიდან მოწოდებულ ინფორმაციას: მას შემდეგ, რაც დენიკინმა ჩრდილოეთშიც გაიმყარა მდგომარეობა და იქაც მოიკრიბა ძალა, სამხარეო ხელისუფლებამ კვლავ მკაცრად მოსთხოვა ინგუშებს მოლაშქრეთა გამოყვანა. ინგუშებმა პირობა დადეს, რომ მობილიზაციის საკითხს სახალხო ყრილობაზე გადაწყვეტდნენ, სწორედ, ყრილობის მუშაობის პერიოდში (ნაზრანში, ივლისის თვეში, ბაირამობის მეოთხე დღეს) დენიკინელ ოფიცერთა და „დობროარმიის“ ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხისმგებელ პირთაგან შემდგარმა ჯგუფმა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მობილიზებულად გამოაცხადა და ბესლანში დაუპირა გაგზავნა. ამ ფაქტმა ინგუშთა აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ შარიათის პოლკმა დაკავებულებიც გაათავისუფლებინა და იმასაც მიაღწია, რომ აღნიშნული ინციდენტის მონაწილე ოფიცრებისთვის ერთდღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზეთი „ვოლნი გორეცი“ №1 საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით ინგუშეთიდან მშვიდობიანი სოფლების დარბევის ამბებზე იუწყებოდა: დენიკინელ მოხალისეთა არმიის („დობროარმიის“) ნაწილებმა ოსური სოფლის, ოლგინსკის მხრიდან გადალახეს მდინარე კამბილეევკა და საარტილერიო ცეცხლითა და ტყვიამფრქვევთა კონონადით იერიში მიიტანეს სოფელ ნასირ-კორტზე. სოფლის მცხოვრებლებმა დანებების ნიშნად თეთრი ბაირაღი გამოფინეს, მაგრამ რადგან შედეგს ვერ მიაღწიეს, იძულებული გახდნენ, თავი დაეცვათ. ორდღიანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ დენიკინელებმა დამარცხებულ სოფლელებს მოლაშქრეთა გამოყვანის ულტიმატუმი წაუყენეს და მძევლებად მოხუცები და მოლები აიყვანეს. ამის შემდეგ „დობროარმიის“ ნაწილები სამხრეთით, სხვა სოფლებისკენ დაიძრნენ.