რეგისტრირებული ფაქტები87065
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, დიდი ხანია დრო იყო ყურადღება მიექციათ საქართველოს წინაამღდეგ ამ გაზეთის მეშვეობით მებრძოლი სოციალ-დემოკრატებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოუირდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც. ჭიაბროვის აზრით, „ქართული დემოკრატიის დიდი გულშემატკივრის“ პოპოვის „დიდი ხანია დროას“ გარდა ამის ნათელი დადასტურება იყო სმირნოვის ნაწარმოები „Quo vadis Iberia”, ესენის ამავე სახელწოდების თხზულება, ვინმე გ-ს „ბედნიერი არკადია“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდილ დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტურ წერილში „სოციალ-დემოკრატი“ განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოურიდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. კალუჟნი იყო თბილისის ქალაქისთავის ამხანაგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რომ არკადი მილოვი იყო თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგორ ბეჟოევი იყო კონტროლიორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას მოუწონებია გამგეობის წევრ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძის გეგმა კერძო ელექტრო-სადგურების გამორთვის შესახებ.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სილ. გიგიბერიას კაფე ჰქონდა თბილისში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოგანეზოვი იყო ნავთგადაზიდვის უფროსი.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სოლომონ გრიგორის ძე ნაზარბეგოვი მაღაზიას ფლობდა თბილისში, სასახლის ქუჩაზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ა. ოგანეზოვი იყო ინჟინერი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჯიბლაძე იყო ბრალდებული ბონების გაყალბების საქმის გამო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას თბილისის დაჭრილთა კომიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების დროებით ზედამხედველად დაუნიშნავს ვალერიან მელკუმოვი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა შვილიშვილები, ნინო და ელენე ციციანოვები.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ს. პეტრაკოვსკი იყო თბილისის გამგეობის მთავარი კონტროლიორი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის აზრით, გერმანული კაპიტალის აზიაში გაბატონების ამბიციებს ხელს შეუშლიდა ის ფაქტი, რომ საქართველოს გარდა დანარჩენი კავკასია რუსეთის ხელში იყო. მათ შორის, რუსებს ეკუთვნოდა ბაქოც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, ბრესტ-ლიტვური შეთანხმების დამატებით პუნქტებში არაფერი იყო ნათქვამი აზერბაიჯანის რუსეთისგან გამოყოფის შესახებ და ამის მიზეზი ბაქოელი ბოლშევიკების ავანტიურა იყო. სწორედ მათი ბრალი ყოფილა, რომ ბაქო რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება.

