საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92137

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 მაისს შრომის სამინისტროს ინჟინერი ფელიქს რომანის ძე შმალცი ეკონომიკური საბჭოს სხდომებს ხელმოწერის უფლებით ესწრებოდა. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 19 ივლისს ფელიქს რომანის ძე შმალცი N15 ბრძანებით შრომის სამინისტროს საერთო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 მაისს ფინანასთა მინისტრ გ.ტერ-არუთინოვს შრომის მინისტრმა თურქეთის მხარეში დარჩენილი ავეჯის გადაცემის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: თანამდებობა

შრომის მინისტრის 1918 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ვლადიკავკაზში შრომის სამინისტროს საქმეებს რაფაელ ნაბატოვი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 მაისს შრომის სამინისტრო ქალაქის მმართველობის საბინაო განყოფილებას გ. აიდანოვის თამბაქოს ფაბრიკაში (მდებარე ანჩისხატის ქუჩა 17) მცხოვრები ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 მაისს შრომის სამინისტროს კონფლიქტების განყოფილებამ მოქალაქე არამიანცისა და მხატვარ კეპინოვის დავის საქმე განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა მინისტრს ტრაპიზონის რკინიგზის მუშებისთვის ფეხსაცმლის მთავარი მომწოდებლის არმენ ხაჩაკიანისთვის ფინანსური პრობლემების მოგვარებისა და მისთვის 10000 რუბლის ფასიანი ქაღალდის განაღდების თხოვნით მიმართავს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისს უ. ფ. მერცს შრომის მინისტრის თანხმობით მშრომელთა ანაზღაურებისთვის 20000 რუბლი გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისს შრომის სამინისტრომ მომარაგების კომიტეტს მშრომელთა კომიტეტის თავმჯდომარემ გ. დავითიანთან ერთად ადელხანოვის ქარხნის მუშების ამბულატორიისთვის საჭირო მედიკამენტების სიის დასახელება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს შრომის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე ფილონოვს მისი თხოვნის მთავრობაში განსახილველად გადაგზავნას ატყობინებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტო ფინანსთა მინისტრს ნესტორ ჩანტლაძის საგრანტო ანაზღაურების შესახებ თხოვნის დაკმაყოფილებას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 ივნისს შრომის სამინისტრო თბილისის მილიციის უფროსს გრიგორი სემიონის ძე ესაიანცის ავტოფარეხიდან გაყვანილი მანქანის (ეკუთვნოდა ,,ფინელ ტექნიკოსს") შესახებ ახსნა-განმარტებას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს ალავერდ ნაზაროვის რუსეთში გამგზავრებისთვის 417 რუბლის ჩარიცხვას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 ივნისს შრომის სამინისტრო ქუთაისის შრომის კომისარს ფაღავას სენაკში გამართულ უწყებათაშორის კომისიის შეკრებაზე დასწრებას სთხოვს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისს შრომის სამინისტრო ცენტრალურ შემნახველ სალაროს ტაშკენტში გამგზავრებასთან დაკავშირებით აბდულა ჯუმბაევზე კუთვნილ 317 რუბლის გაცემას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 ივნისს შრომის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროს მაკინსკის სამხედრო რკინიგზის მუშის ა. უ. ბუშმანისთვის, მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 500 რუბლის გამოყოფას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრომ ლეონ ოგანესის ძე ელბაქიანცი მარგანეცის მწარმოებლებსა და მუშებს შორის კონტრაქტის საკითხების განსახილველად ფოთში გააგზავნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს ტრამვაის პროფკავშირების თავმჯდომერე ტრივუსი მონაწილეობდა შრომის სამინისტროში გამართულ სხდომაზე, სადაც მშრომეთა დასაქმება-დათხოვნის შესახაებ დეკრეტის გადახედვა განიხილებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს ბელგიის ქუჩა N5 მცხოვრები მოქალაქე კონსტანდოვი შრომის სამინისტროში დაიბარეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ივნისს შრომის სამინისტრო სახელმწიფო ბანკს ა. ი. ბუშმანსთვის ნაღდი ანგარიშით 500 რუბლის გამოყოფას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ივნისს გზათა სამინისტროს ლიკვიდაციის განყოფილების უფროსს ინჟინერ ლაშს შრომის სამინისტროდან ბათუმი-ტრაპეზუნდის რკინიგზის მშრომელთა სიისა და მათზე გაცემული თანხის დოკუმენტაციის წარდგენა სთხოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ივნისს შრომის სამინისტროს საქმისმწარმოებელი საზოგადოება ,,ურაჟაის" აკოფ კარაპეტოვისთვის 2 თვის ხელფასის უკაონოდ დაკავებისთვის ახსნა- განმარტებას სთხოვს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს რკინიგზის ანგარიშგების ხელმძღვანელს დ. ვ. ცინცაძეს შრომის სამინისტრო კონტრაქტორების ანაზღაურების შესახებ საკითხის განხილვაზე იწვევდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივნისს შრომის სამინისტროს ქუთაისის გუბერნიის წარმომადგენლობა სახელმწიფო ბანკს ირაკლი ჩაკვეტაძისთვის მშრომელთა დავალიანების გასასტუმრებლად 121 397.33 რუბლის გამოყოფას სთხოვდა.