საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80266

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-52 წლებში თედორე გიორგის ძე ჭელიძე ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: თანამდებობა

1859 წელს დავით ჯანელიძე ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 15 თებერვალს სოფ. ნადაბურის წმ. თედორე ტირონის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე გელაშვილი გარდაიცვალა.

1790

ტიპი: თანამდებობა

1790 წელს მარკოზ ჯანელიძე ნამოხვანის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს უსახელო საზოგადოების დირექტორმა რაგოლერმა ქალაქის სამმართველოში წარადგინა ელექტრონით მოძრაობის შემოღების შესწორებული და შევსებული განაცხადი, რომლის მიხედვითაც უსახელო საზოგადოებამ გადაწყვიტა ტრამვაის ესარგებლა მხოლოდ ორთქლის ძალით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 9 ივნისის „დროებაში“ სტატია „ნანგრევთა შუა ლამპარი“ დაიბეჭდა, რომელიც იონა მეუნარგიას მიუძღვნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 8 ივნისს ვ. დერინგის სურათების გამოფენა გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 მაისს სენაკში გამართული ჯირითობის დროს იულონ ნაჭყებია სცემეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს გუსტავ რადეს ინიციატივით თბილისში ახალი შენობის „ტაძარი დიდებისა“ აშენებას გეგმავდნენ, სადაც გამოიფინებოდა სურათები კავკასიის ომიანობის შესახებ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში მოჭიდავეები ნესტორ ესებუა და ქვათაძე ერთმანეთს შეებრძოლენ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ჯაფარ-ბეგ-ვიზიროვი ბაქოში პოლიცმაისტერის თანაშემწე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისთვის დაევალებინათ დაკავებული კოტრაბანდული საექიმო ტვირთის შეფასება, რის შემდეგაც ტვირთი გადაეცემოდა ცენტრალურ სააფთიაქო საწყობს საექიმო-სასანიტარო დაწესებულებათა შორის გასანაწილებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭოს თავმჯდომარემ ექიმ მუხარინსკის მოხსენების მოსმენისა და განხილვის შემდეგ აღნიშნა, რომ ქალაქების თვითმმართველობას უნდა ესარგებლა მომხსენებლის რეკომენდაციებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინე საბახტარიშვილის ხელმოწერით აზერბაიჯანის დიპლომატიურ წარმომადგენელს თბილისში საქართველოში გამოგზავნილ თანამშრომელთა დაპატიმრების თაობაზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ქვარიანის წერილი „რა უშველის ერის საშინელ გაჭირვებას?“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“, რომელშიც მიმოხილულია გაზეთ „ერთობის“ პუბლიკაციები.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის წერილი „ბიბლიოგრაფია „ხელოვნება“ N3“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ახალი კაბინეთი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ს. დარიანის (სერგი დანელია) წერილი „ტერმინი ეროვნული დემოკრატია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბრაზმორეული ბანაკი“ გამოქვეყნდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „ქართული დრამატული სკოლა“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მარიამ ივანეს ასული დემურია სახალხო თეატრის საქმეებს ხელმძღვანელობდა.