რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს ალიოზ შიხინოვი, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი და ივანე ტიმოთეს ძე პოლუმორდვინოვი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალოიზ ბაღდანის ძე შიხინოვი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ხაზინადრად აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 15 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა უარი განაცხადა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეობასა და წევრობაზე.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-92 წლებში გრიგოლ მარკოზის ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1875
ტიპი: გარდაცვალება
1875 წლის 18 ოქტომბერს ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი ელიზბარ დევდარიანი გარდაიცვალა.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წელს ექვთიმე იოსების ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850-75 წლებში ელიზბარ დევდარიანი სოფ. მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მამრაძე და დიმიტრი დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე ანასტასია ალექსანდრეს ასული მაჩაბლისა საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს ექვთიმე იოსების ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სპირიდონ ქაიხოსროს ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმინდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 თებერვალს დეპუტატთა საკრებულოში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების ახალი გამგეობის პირველ კრებას დაესწრნენ გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 თებერვალს სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ვასილ მაჩაბელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 14 თებერვალს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილი, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ტარსაიძე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივნისის „დროების“ ცნობით, არტემ გალუსტოვის 4 წლის შვილი დაიკარგა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 ივნისს თბილისის მომრიგებელ სამსაჯულოში გ. ყარანგოზიშვილის და ქრისტეფორე თაიროვის საქმე განიხილეს. მომრიგებელმა მოსამართლემ გ. ყარანგოზიშვილი გაამართლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროებაში“ ივანე როსტომაშვილი წერდა, რომ მახვილაძე მას თელავის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის თანხის მითვისებაში სდებდა ბრალს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, მახვილაძე თელავის გამსესხებელ-შემნახველთა საზოგადოების წევრი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, სენაკში კინწურაშვილის სახლის ქვევრში ყირიმის ომიანობის დროინდელი სვირული ღვინო იპოვეს.