საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 12 ივნისის „დროების“ ცნობით, გ. ივანოვი პეტერბურგიდან კასპიისა და შავი ზღვის ნავსადგურების შესამოწმებლად გამოემგზავრა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს გ. ივანოვი სამხედრო ინჟინერი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მ. ციცქიშვილი თელავის საქალებო სკოლის სამკითხველოს თანამშრომელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, მაქსიმ ქვლივიძე თელავის მოსახლეობისგან საქალებო სკოლის სასარგებლოდ თანხას აგროვებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 4 ივნისს მ. და რ. რიჟინაშვილებს ქუთაისში სავაჭროდ გაქირავებული სახლი დაეწვათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 ივნისის „დროების“ ცნობით, ბოლტჰაუზერმა ქუთაისში ჯაგრისების მწარმოებელი ქარხანა გახსნა.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლიდან ვალერიან გუნია ვალიკოიას ფსევდონიმით გაზეთ „ივერიაში“ რეცენზიებსა და კრიტიკულ შენიშვნებს წერდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ვალერიან გუნია მოსკოვში წავიდა და პეტროვის აკადემიაში თავისუფალ მსმენელად დაიწყო სწავლა.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს ვალერიან გუნიამ თბილისის რეალურ სასწავლებელში დაიწყო სწავლა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ხერხეულიძის პიესა „სოფლის მმართველნი“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-1917 წლებში სამოელ გრიგოლის ძე დევდარიანი ხარაგაულში მიროწმიდის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 25 თებერვალს ქუთაისის თეატრში ვალერიან ლევანის ძე გუნიას ბენეფისი გაიმართა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ბრძოლაში ვეძებ...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის მოთხრობა „ტალღათა შორის“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 21 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლევან მეტრეველის მოთხრობა „ერთი გულიდან ამონათქვამი“.

1940

ტიპი: სტატუსი

1940 წელს არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვის მამა იყო გლეხი.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს ოქროპირ პეტრეს ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1862

ტიპი: თანამდებობა

1862-99 წლებში რომანოზ იესეს ძე ვარდოსანიძე ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წელს ბესარიონ გრიგოლის ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ოქროპირ პეტრეს ძე ჩარკვიანი ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ნიკოლოზ მარკოზის ძე ბურჯანაძე ობჩის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „თელავის ქალაქის გამგეობის საქმიანობა“. ხელს აწერს გ−ი−ა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით წერილი „მწარე ფიქრები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს გაიხსნა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე საქართველოს კონსტიტუცია განიხილებოდა.