რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გიორგი გვაზავა სიტყვით გამოვიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 23 იანვრის N1 ბრძანების თანახმად, გენერალი ილია ზურაბის ძე ოდიშელიძე რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა. დოკუმენტს ხელს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია აწერდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ახალი სხივის“ ჯგუფმა გაზეთის ყოველდღიურად გამოცემა გადაწყვიტა, რისთვისაც მათ ალექსანდრე არაბიძეს მიმართეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრ დავით ონიაშვილის საბჭომ პრინციპულად მიიღო სატყეო კონცესიების (ნებართვების) ხელშეკრულების პროექტი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, კარცოვის მოხელეებმა იბრაჰიმ ბეგ აბაშიძის ცხენი მოწამლეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა არსენ წითლიძის სამადლობელი წერილი, რომლითაც მ. ბოტელმანსა და გ. მეგრელიშვილს სკოლის შემწეობისთვის მადლობას უხდიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხობის მონასტრის ფრესკების დათვალიერებისას ალექსეი ეისნერის ყურადღება მიიქცია შერგირ დადიანის ოჯახის სურათმა, რომელიც მოხატული იყო წითელი ზეთოვანი საღებავით. მასზე გამოსახულნი იყვნენ ცოტნე დადიანი, თამარ დადიანი და ნათელა დედოფალი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს ალექსეი ეისნერმა ხობის მონასტრის კედლიდან ილარიონ და ნიკოლოზ წულუკიძეების ფრესკები გადაიხატა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრის სამუსიკო დარბაზში რესტორან-კლუბების მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი გამართავდა კონცერტ-კაბარეს, რომლის შემოსავლის ნახევარი მოხმარდებოდა ფრონტის საჭიროებას, ხოლო მეორე ნახევარი უმუშევართა სასარგებლოდ გადაიდებოდა. საღამოსთვის მოწვეული იყვნენ თბილისის თეატრების არტისტული წრეები, სიმფონიური ორკესტრი გველესიანის ლოტბარობით. საღამოს კონფერანსიე იქნებოდა მსახიობი ნ. ტარსოვი. ღონისძიების დიასახლისები იქნებოდნენ ბახტაძისა და მაისურაძისა.