საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80272

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: ანტონ ყვავაძემ, გიორგი ხორავამ, კალისტრატე წივწივაძემ, დომენტი ცხაკაიამ, ივანე ამირაგოვმა, კონსტანტინე გურევიჩმა, ევგენი ივანოვმა, ზბიგნევ კოვალენსკიმ, აარონ მინოვიჩმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: ალექსანდრე კაკუშაძემ, იოსებ კინწურაშვილმა, შალვა კუხიანიძემ, სიმონ მამალაძემ, ლუარსაბ მაღრაძემ, ვარლამ მუშკუდიანმა, ივანე ნაბაროვმა, ანტონ ნატრიაშვილმა, ვლადიმერ ნიკურაძემ, გრიგოლ სტურუამ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: მიხეილ ყუფარაძემ, ონისიმე შვანგირაძემ, დავით ცქიტიშვილმა, გრიგოლ ჭყონიამ, მიხეილ ხორავამ, არჩილ ხუსკივაძემ, გრიგოლ ჭლიკაძემ, დავით აბაშიძემ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 6 კლასი დაასრულეს: კალენიკე ჭიჭინაძემ, დიმიტრი ყიფიანმა, დავით ასათიანმა, დავით ბეჟანიშვილმა, აკაკი გაბუნიამ, კონსტანტინე გელოვანმა, ევგენი დემეტრაშვილმა, გრიგოლ ერისთავმა, დავით თავდიდიშვილმა, შოთა თაყაიშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: ალექსანდრე მირიანოვმა, ალექსანდრე ნიკოლაევმა, კალენიკე სახაროვმა, ნიკოლოზ სერდიუკოვმა, ანდრია ტკაჩენკომ, გიორგი ჩილინგაროვმა, ვსევოლოდ უსტინოვმა, პეტრე ოგანეზოვმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს: რაჟდენ გაფრინდაშვილმა, კალენიკე გურგენიძემ, სერგი გოცირიძემ, შალვა ჟორჟოლაძემ, გიორგი კახაძემ, ვასილ ლეჟავამ, იოანე ლორთქიფანიძემ, მიხეილ ტურძელაძემ, გრიგოლ სეფერთელაძემ, ივანე თოფურიამ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 2 ივლისს ქუთაისს რეალური სასწავლებლის 7 კლასი დაასრულეს შემდეგმა მოსწავლეებმა: დავით შავდიამ, ევლამპი შახიძემ, გერვასი იაკობაშვილმა, სავლე იაკობაშვილმა, ბესარიონ მასხარაშვილმა, პანტელეიმონ გოგატაძემ, დავით თუთბერიძემ, მიხეილ აღაშვილმა, ალექსანდრე ანთიძემ, იოსებ ბერიშვილმა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 3 ივლისს თბილისის საერთო სახელოსნოს სამმართველომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N170 გადასცა.

1919

ტიპი: ავტორობა

ამბერკი გიორგიძე განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სთხოვს საზღვარგარეთ გაგზავნას უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა სტუდენტებთან ერთად, რათა დაბრუნების შემდეგ, როგორც აღნიშნავს, იქ შეძენილი სათანადო ცოდნით შეძლოს სამშობლოს საკეთილდღეოდ მუშაობა

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააკავა ქალაქის მილიციონერი ჭიჭიკო ლიბრაძე, ყოფილი მილიციონერი კუკულავა და ცნობილი ჯიბგირი გაბადაძე. მათ ბრალი ედებოდათ ქ. ქუთაისსა და სოფელ ჭოგნარში მომხდარ ძარცვებში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ბორჯომის წიგნსაცავის გამგე ელენე ნაკაშიძის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ გადადო საკითხის განხილვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ ჭყონაგორის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა (ეგ. ნინოშვილის სახელობის ნიგოითის საზოგადოება) წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ფოთის განყოფილების გამგეობის თხოვნა სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ ღვარდიის (რაჭა) ახლად დაარსებული ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ჯავახიშვილის თხოვნა, მე-19 საუკუნის ლიტერატურის მიმოხილვის ჰონორარის ანგარიშში ავანსად მიეღო 1500 მანეთი. გამგეობამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დაემტკიცებინათ, რადგან ის 1918 წლიდან გიმნაზიაში მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწაროებელი დ. შავლიაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი იყო კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გარდაიცვალა მთავარგამგეობის წევრი ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო გასავალს შეადგენდა: სამკითხველოს გამგის ანაზღაურება – 3600 მანეთი, გათბობა – 500 მანეთი, ჟურნალ-გაზეთები – 1500 მანეთი, საკანცელარიო ნივთები – 300 მანეთი, წიგნები – 500 მანეთი, არაჩვეულებრივი ხარჯები – 200 მანეთი, მთავარგამგეობისთვის მისაცემი პროცენტები – 150 მანეთი, სულ – 6750 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების ოქმის მიხედვით, განყოფილების 1919 წლის სავარაუდო შემოსავალს შეადგენდა: საწევრო გადასახადი – 250 მანეთი, სეირნობა – 2500 მანეთი, საღამოები – 1500 მანეთი, შემოწირულობა – 2500 მანეთი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების წლიური კრების წევრებმა დაამტკიცეს 1919 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე მ. ტაბატაძე და მდივანი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე.