რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი, რომელიც ეძღვნებოდა იმ დროს გავრცელებულ ისპანკას ეპიდემიას. ფელეტონი წარმოადგენდა ეპიდემიით დაავადებულის დღიურს, სადაც მოთხრობილი იყო ისტორია კაცისა, რომელმაც თითქოსდა თავის მიერ შექმნილი ახალი კონსტრუქციის უსწრაფესი თვითმფრინავით გადაუფრინა ომში გახვეულ ევროპას და ესპანეთში დაეშვა. იქ კი მშვენიერი ესპანელი მანდილოსანი გაუცნია და თავის სამშობლოში წამოუყვანია. დღიურის ავტორი არ ეთანხმებოდა გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც თურმე წარმოდგენას ესპანელი მანდილოსნების სილამაზის შესახებ გაუგებრობად მიიჩნევდა. თუმცა მშვენიერ ქალს ისეთი ჯოჯოხეთი მოუწყვია კაცისთვის, რომ იგი, მძიმედ დაავადებული, იძულებული გამხდარა რობაქიძის მისთვის აქამდე მიუღებელი თვალსაზრისი გაეზიარებინა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მელიქ-შახნაზაროვი იყო პოდპოლკოვნიკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომლიდანაც ირკვევა, რომ გ. ხ. ალიბეკოვს დაუკარგავს თავის სახელზე გაფორმებული ოფიცერთა ეკონომიკური საზოგადოების წიგნაკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის გამგეობის მერვე კომისარიატის სანიტარული მეურვეობის თავმჯდომარედ დაინიშნა კ. ი. პლავინსკი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სუფსაში საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგიტაციისათვის დააპატიმრეს ს. მიქანაძე, რომელიც ოზურგეთის ციხეში გაუგზავნიათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 14 სექტემბერს ქართულ კლუბში უნდა გამარტულიყო თეატრ „სტუდიის“ საღამო ასეთი პროგრამით: დუეტი „ბადია“, ტატიანა შჩეპკინ-კუპერნიკის ეტიუდი „მარადისობა წამიერად“, რუსულ-ქართული ინტერმედია, არკადი ავერჩენკოს მინიატურა „მოხუცები“.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას ჰქონდა კომერციული სასწავლებელი თბილისში, მიხეილის გამზირის N10-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებელი რვაკლასიანი იქნებოდა და სწავლება რუსულ და ქართულ ენებზე იქნებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციულ სასწავლებელში გამოცხადდა ბავშვების მიღება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებლის დაბალ კლასებში გოგონებთან ერთად ვაჟებსაც იღებდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ი. მელამედი იყო ალტისტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ალტის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ი. ი. მელამედი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში ქორმეისტერის ასისტენტი იყო ი. ი. პავლიევა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ივანეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე გიორგი ქაიხოსროს ძე დავიდოვი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დარია ივანეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილი.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ ესტატეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა ქალიშვილები: მარია, დარია და სოფიო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების გამო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის 6 წევრმა (ფრაქციის მემარჯვენე ფრთა) ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციის დაარსების შესახებ განუცხადა. დაარსდა დამოუკიდებელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის გაზეთი „კლდე“, გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომაზე ბ. კალიშევსკისა და მისი ამხანაგების თხოვნა მოისმინეს. კალიშევსკის თბილისში ტექნიკური სასწავლებლის გახსნის ნება მიეცა იმ პირობით, რომ ქართული ისწავლებოდეს. სკოლის უფლების საკითხს კი სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტდა, როცა ტექნიკუმი საზოგადოებისა და მთავრობის ნდობას დაიმსახურებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი ფლობდა ბინას ვერაზე, გუნიბის ქუჩა N 41-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 სექტემბრის გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ექიმი დიმიტრი ჯავახიშვილი იღებდა ბავშვებს და შინაგანი სნეულების მქონე ავადმყოფებს დილის 9-11 და საღამოს 5-7 საათებში თავის ბინაზე: ვერა, გუნიბის ქუჩა N41, ტელეფონი: 14-09.

