საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85276

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების ფიზიოლოგიის კურსი ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს, დოცენტ მოსეშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების ასტრონომიისა და გეოდეზიის კურსი პეტერბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს, პროფესორ ანდრ. ბენაშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კურსი ხარკოვის, ჟენევისა და გრენობლის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს პარმენ ივანეს ძე ჭეიშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ფარმაციის კურსი ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს იოველ ქუთათელაძეს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის ბაქტერიოლოგიის კურსი ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს ს. ამირეჯიბს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის პედიატრიის კურსი ოდესის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს სვიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძეს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სახალხო განათლების მინისტრი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარქმევას სთხოვდა. საბუნებისმეტყველო-მათემატიკური განყოფილების სამკურნალო ფაკულტეტის რადიოლოგიისა და რენდგენოსკოპიის კურსი მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთვრებულს, დოცენტ გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილს უნდა წაეკითხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ივნისს გლებ ალექსანდრეს ძე ფონ-ლემლეინი დაინიშნა თბილისის ფიზიკის ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ტიციან ტაბიძებ ბათუმში გამომავალ გაზეთ „მთლიან საქართველოში“ გამოაქვეყნა წერილი – „ირრედენტა“, რომლითაც გააკრიტიკა ოსმალეთის ნაციონალისტები და მათი მეთაური, ქემალ ფაშა.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოში სომხებმა მოაწყეს ოსმალეთის წინააღმდეგ მანიფესტაცია, სადაც სიტყვით გამოვიდა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ალექსანდრე ლომთათიძე.

ტიპი: ღონისძიება

ნიკოლოზ მიწიშვილის სტატიის მიხედვით, ბენია ჩხიკვიშვილმა დახურა ბათუმის ერთადერთი ქართული გაზეთი – „მთლიანი საქართველო“ ტიციან ტაბიძის წერილის, „ირრედენტას“ გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის წერილი „ირრედენტისთვის“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ბრიგადის შემხვევ-სამკურნალო რაზმის ექიმის სოლო ასლანიშვილის განცხადება ჯარისკაცთა მშობლებს აცნობებდა, რომ 1-ელ ივლისს აჭარლებთან შეტაკების დროს დაჭრილი მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცები და ახალციხის რაიონის გვარდიელები, რომლებიც სოფ. ადიგენის ლაზარეთში მოათავსეს, კარგად იყვნენ და შინ დაბრუნდებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა შორაპნის მაზრის სოფელ ქვაციხის მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი ვარლამ ჩუბინიძე.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 1-ელ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ქუთაისის მაზრის სოფ. წყალტუბოს მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი სიმონ ახალაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ოზურგეთის მაზრის სოფელ ნიგოითის მცხოვრები, მე-4 ქვეითთა ათასეულის ჯარისკაცი მელიტონ ჭიჭალეიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ ივლისს აჭარლებთან შეტაკების დროს დაიჭრა ახალციხის მაზრის სოფელ უდის მცხოვრები, გვარდიელი გაბრიელ ბადღოშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა ტიციან ტაბიძის სტატია „მანიфესტი აზიას.“

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ ივლისს აჭარლებთან ბრძოლის დროს დაიჭრა ახალციხის მაზრის სოფელ ვალეს მცხოვრები გვარდიელი სერგო გოზალიშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 ოქტომბრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნებული სტატიის „საქართველოს სირცხვილის“ მიხედვით, ქართველ სტუდენტთა ნაწილი განსაკუთრებულ რაზმში მსახურობდა და მელქისედეკ კედიასა და პ. ფაჩულიას ბრძანებებს ასრულებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში ვალერიან გაფრინდაშვილმა ვარამ გაგელის ფსევდონიმით გამოაქვეყნა პუბლიცისტური წერილი „ქართული პრესა“.