რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა ფხოველთან ნიკოლოზ დეკანოზოვის ხელმძღვანელობით ენერგიული ტემპით მიმდინარეობდა სამუშაოები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა თ. შიშმარევის სტატია „მუნიციპალური სოგორის მოღვაწეობიდან. თბილისის მუნიციპალური ცხოვრება“ და მ. ბეკერის – „ქრონიკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ი. გ. გამალეის სტატია „საზოგადოებრივი და კერძო-საკანონმდებლო თვითმართველობა“, ზ. მ. დრუჟინინის – „გამტკიცებული საქმე“ და ლ. ა. იშკოვის – „ქალაქები და კლასგარეშე განათლება“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ილიოდორ იანოვიჩის სტატია „საქართველოს მიწები“, სერგეი ზუბჩანინოვის – „ქალაქი და ადგილ-მამული“ და ე. ა. მადისონის – „სამხედრო და მუნიციპალური სოგორი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გამოვიდა ჟურნალის „კავკასიის ქალაქი“ 7-8 ნომრები. ჟურნალში დაიბეჭდა ზ. ი. კლეინის სტატია „ქალაქის ფინანსები“, ინჟინერ კლაპის – „შერეული ტიპის საქალაქო კონცესიები“ და გ. ბენაევის – „სტატისტიკა“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დმიტრიევსკიმ ქალაქის გამგეობას შესთავაზა თივის ხუთი ვაგონი, პუდი 10 რუბლად. გამგეობა დასთანხმდა მის შემოთავაზებას.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობის სასურსათო განყოფილებიდან ტყავის უკანონოდ გატანისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს იაროსლავლის საბირჟო არტელის არტელშჩიკი გაიდაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. ბ. ველიბეკოვმა თბილისის გამგეობას აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი შაბის პარტია (პუდი 118 რუბლად) შესთავაზა თუთუნის, საპნის, ჩაისა და შაქრის სანაცვლოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. ბ. ველიბეკოვმა თბილისის გამგეობას აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი შაბის პარტია (პუდი 118 რუბლად) შესთავაზა თუთუნის, საპნის, ჩაისა და შაქრის სანაცვლოდ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აურჩევიათ ბახტაძე და მალჩარსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სარევიზიო კომისიაში აიჩიეს ამატიანი, ჩხაიძე, ბერეჟიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობის სადამკვირვებლო საბჭოში აირჩიეს ვ. როხლინი, თევდორე ღლონტი და ნაცვლიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს ლოსკუტოვი და წულუკიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აურჩევიათ: რამიშვილი, შალვა წერეთელი და ს. ფონშტეინი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირის გამგეობაში აირჩიეს დარჩია, გოგებაშვილი და თალაკვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.

