საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91197

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. წერილში შერვაშიძე საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის „ბრძოლა“ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას. ავტორის თქმით, მისი ბათუმში ჩასვლის მიზეზი ნათესავის, კ. ლ. გელოვანისა და ბიძაშვილის, მიხეილ ლევანის ძე შერვაშიძის მონახულება და შეძლებისდაგვარად მათი ტყვეობიდან დახსნა ყოფილა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ გაზეთის „ბრძოლა“ მის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია ერთი წამითაც არ შეარყევდა მის რეპუტაციას და მაინც, მიუხედავად ამისა, საჭიროდ მიიჩნევდა, გაზეთის მიერ უსამართლოდ გაშუქებული ფაქტებისა და მოვლენების ხელახლა, გულმოდგინედ განხილვას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“, რომლის თანახმად, გაზეთი „ბრძოლა“ კონტრრევოლუციური ჭირის ძირშივე აღმოსაფხვრელად მთავრობას შერვაშიძისნაირი ქვეყნის მტრების დასჯისკენ მოუწოდებდა. ამით აფხაზეთი გასუფთავდებოდა კონსტანტინოპოლიდან მართული მოღალატეებისგან.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძის აზრით, თავისუფალ პრესას, რა თქმა უნდა, ჰქონდა უფლება ყველაფერზე ესაუბრა, თუმცა იგი ვალდებული იყო სიმართლე ელაპარაკა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიის თანახმად, ქართველი სოციალ-დემოკრატები და მათი თანამოაზრეები ყველგან მოღალატეებს ხედავდნენ. იქაც კი, სადაც ამის დაშვება ყოვლად წარმოუდგენელი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებული პ. ფ. პალატნიკოვის ბუღალტერიის 4-თვიანი კურსები ჩატარდებოდა თბილისში, მიხეილის პრ. N132-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროსთან არსებულ ბუღალტერიის პრაქტიკულ კურსებს გაუძღვებოდა პ. ფ. პალატნიკოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში სწავლის მსურველებს განცხადებები უნდა ჩაებარებინათ მიხეილ სპილიტოსთან, პუშკინის ქუჩა N 4-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებულ გიმნაზიაში მსურველებს მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მოსამზადებელ კლასებში იღებდნენ. კლასებს გაუძღვებოდნენ კიევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი მიხეილ ნიკოლოზის ძე სპილიტო და გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე მაქსიმეს ძე ვალობუევი.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია სათაურით „კოშმარული მოგზაურობა“, რომელიც ეხებოდა კისლოვოდსკიდან დრამატული მსახიობის ბუტკევიჩის ჩამოსვლას. ბუტკევიჩის ცნობით, არდონის მახლობლად 12 ქართველი ვაჭარი აუჩეხავთ. ჯერ მათთვის 12 ათასი რუბლი მოუთხოვიათ მათი დაცვისთვის, ხოლო შემდეგ გვერდზე გაუყვანიათ ვაჭრები, გაუძარცვავთ და მოუკლავთ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფაბიო კამპანა იყო კომპოზიტორი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფაბიო კამპანას შეუთხზავს რომანსი „შეხედე როგორ ანათებს მთავრე“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სოხუმის ოლქში საქართველოს სახალხო გვარდიისა და თურქი ასკერების შეტაკებისას დაიღუპა პორუჩიკი ღლონტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ღლონტი იყო პორუჩიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სოხუმის ოლქში საქართველოს სახალხო გვარდიისა და თურქი ასკერების შეტაკების შედეგად დაიჭრა ნოვიკოვი და კიდევ ორი გვარდიელი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს ცნობით, ბორჯომში გარდაიცვალა სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის„Грузия“ ცნობით, სოფიო ალექსანდრეს ასულ ბუჩქიევას ჰყავდა დები – ბარაბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე და ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა განცხადება, რომელშიც ბარბარე ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე, ელენე ალექსანდრეს ასული მიხაილოვა, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე და გრიგოლ ალექსანდრეს ძე ფავლენოვები იუწყებოდნენ დის, სოფიო ალექსანდრეს ასული ბუჩქიევას გარდაცვალებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პ. ფ. პალატნიკოვი იყო ბუღალტერი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ვაჭრობისა და წარმოების სამინისტროსთან იხსნებოდა ბუღალტერიის პრაქტიკული კურსები, რომელსაც პ. ფ. პალატნიკოვი გაუძღვებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს დაევალა ბაქოელი ქართველებისთვის დახმარების გაწევა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 ათასი რუბლი გაიცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისიდორე რამიშვილს ბაქოს ხელისუფლებისთვის რადიოს მეშვეობით გადაუცია აზერბაიჯანის მთავრობის შემდეგი მოთხოვნები: დაუყოვნებლივი განიარაღება, აზერბაიჯანის ხელისუფლების აღიარება, ქალაქისა და საწარმოების გადაცემა. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანის მთავრობა უსაფრთხოების გარანტიას აძლევდა თბილისიდან ბაქოში იქაური კონფლიქტის მოსაგვარებლად გასამგზავრებელ დელეგაციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას წინადადებით საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიას დაევალა დამატებითი კანონპროექტის შემუშავება, რომელიც შეეხებოდა საქართველოს მოქალაქეობის უფლების გაუქმებასა და მოპოვებას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება რუსული ეროვნული საბჭოს შუამდგომლობის შესახებ რუსული მოსახლეობის ჯარში გაწვევის საკითხთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ მიხედვით, საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე პეტრე გელეიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ეხებოდა სტატისტიკური საქმიანობის ორგანიზაციის საკითხებს. მომხსენებლისთვის შენიშვნები მიუციათ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასა და სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს.