რეგისტრირებული ფაქტები87045
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის აპრილის ბოლოს გრიგოლ რობაქიძემ გამართა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვაჟა-ფშაველა, ივანე გომართელი, კიტა აბაშიძე, ილია ელეფთერიძე, არსენ მამულაიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, შიო არაგვისპირელი და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 მარტს ქართულ თეატრში წარმოდგენილ სპექტაკლში „ხათაბალა“ ნატალია გაბუნია-ცაგარლისა ხამფერას როლს ასრულებდა, ვასილ აბაშიძე — ისაიას და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში გამართულ ილია კარგარეთელის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ალექსანდრე მებურიშვილი სურამის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილებიდან ბათუმის განყოფილებაში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახალი დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოლოლაკის გვირაბის კონცესიისათვის საჭირო გახდა სოლოლაკის მთის გამოკვლევა. კვლევის ჩასატარებლად აუცილებელი იყო 500 მანეთი, რომელიც ქალაქის გამგეობამ გ. ა. ხატისოვსა და პეტრე ბრაილოვსკის სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საეკლესიო სამრევლო სკოლებისა და თბილისის სასულიერო სემინარიის გალობის მასწავლებელი მ. მ. შარაბიძე ქუთაისის გიმნაზიაში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად დანიშნულმა სედოვმა თანამდებობაზე უარი თქვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვი ჭიათურაში მიეწვია, საიუბილეო წარმოდგენა იქაც გაემართა და შემოსული თანხა იუბილარისთვის გადაეცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს დაგეგმილ გედევან გედევანოვის საიუბილეო საღამოსთვის ალექსანდრე პეტრეს ძე სარაჯიშვილს ორ დამხმარესთან ერთად აპოთეოზის მოწყობა დაევალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 2 მაისს გედევან გედევანოვის სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო საღამო გაიმართა.

