საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87045

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 29-30 მარტს მ. ვ. დალსკი სახაზინო თეატრში იყო გასტროლებზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნია-ცაგარლისადმი მიძღვნილი გალუსტ შიხიაშვილის ლექსი „მსახიობს“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 23 მარტიდან ნ. ი. აბრამოვიჩმა სახაზინო თეატრში ლექციების კითხვა დაიწყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ტრამვაის უსახელო საზოგადოების დირექტორმა რაგოლერმა ქალაქის გამგეობას პირობა მისცა, რომ საზოგადოებასთან ერთად ქუჩების მოკირწყვლას დაიწყებდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს მთავრობის განკარგულებით ერევნის საგუბერნიო სამმართველოს მოხელე გიორგი ჩხარტიშვილი კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მარტში ჭიათურის დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გედევან გედევანოვის საიუბiლეო საღამოზე ადრესის წასაკითხად და საჩუქრის გადასაცემად სოფრომ ტარუაშვილი გაეგზავნათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის „შთაბეჭდილებანი (ნ. ი. აბრამოვიჩის ლექციების გამო)“.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლების ინსპექტორმა ვ. ნ. პავლოვმა ქალაქისთავის მოადგილეს შეატყობინა, რომ დიდუბის სკოლის მასწავლებლად პეტროვი დაინიშნა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს კავკასიის სამხედრო ოლქის საინტენდანტო სამმართველოს ჟურნალისტის თანაშემწე ნაცვლიშვილს  კოლეგიის მსაჯულის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქალაქის გამგეობაში სიტყვით გამოსულმა ა. ს. ბაბოვმა განაცხადა, რომ ქალთა სიფილისის საავადმყოფოს სიპატარავის გამო მის შესაკეთებლად გამოყოფილი 14 775 მანეთი ძალიან ბევრი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მ. მ. თუმანოვი ქალაქის გამგეობას 1000 მანეთ შემწეობას სთხოვდა ხალიჩების საქსოვი სკოლისთვის.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი პასიუტევიჩი ერევნის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დაინიშნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მთვრალი გეგონე?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ნაწყვეტ-ნაწყვეტი“ (მოკვდი ან განახლდი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ვარსკვლავთ-მრიცხველობა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის ორმოქმედებიანი ვოდევილის „დრამატიულ გამგეობის წევრი“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატია „იბსენი და მეტერლინკი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე მგელაძის ლექსი „ქარი... გრიგალი!..“, მიძღვანილი ელო ანდრონიკაშვილისადმი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 4 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის სტატია „გაკვრით“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „ახალგაზრდა პოეტების როს მომესმა ჩანგის ჟღერა...“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა სამმართველოში 20-მდე კაცი ითხოვდა გლდანის ხეობის სახაზინო ადგილებში ოქროს მადნის ძებნის ნებართვას. სამთო წესდების 260-ე მუხლის ძალით სამმართველოს უფროსმა ი. ს. ბეკმა გამოაცხადა, რომ შემდეგისთვის მსგავს თხოვნებს აღარ მიიღებდა.

1845

ტიპი: გარდაცვალება

1845 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი განჯაში გარდაიცვალა.

1816

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილი 1816 წლის 22 ნოემბერს თბილისში დაიბადა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თედო გაბრიელის ძე კიკვაძის სტატია „ტიტუსი, ისტორიული ტრაგედია არვიდ ერნეფელტისა“.