საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87043

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 27 იანვარს ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე ირაკლი ურუშაძეს დეპეშას უგზავნის და კატეგორიულად მოითხოვს, რომ დუშეთის სამაზრო საარჩევნო კომისიაში დაუშვან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს მარო მაყაშვილი ნინო აბაშიძე-ორბელიანის დაკრძალვას დაესწრო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ავადმყოფ მსახიობს, მარგარიტა ქილარჯიშვილს დასახმარებლად 6. 75 მანეთი შეუგროვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა ნიკოლოზ გოცირიძის მიერ ნათრაგმნი ერთმოქმედებიანი პიესის „მაღაროს უფროსი მუშა“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აპრილში ქართულმა დრამატულმა საზოგადოების დასმა იოსებ იმედაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედიის „სიყვარული და თავისუფლება“ სცენაზე დადგმის ნებართვა მიიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე თევდორეს ძე დადვაძის წერილი „ქართველი დედა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „ნუ თუ?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სტეფანეს ძე მანთაშოვის ლექსი „გაზაფხული“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა 1910 წლის 21 მარტს ელისაბედ ჩერქეზიშვილის მიერ პეტერბურგიდან მეგობრისთვის გამოგზავნილი წერილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ერმალოზის ძე ედილაშვილის ინგილოური ლეგენდა „თამარ დედოფალი და შახაბაზი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლიდია დიმიტრის ასულ მგალობლიშვილის ლექსი „გულს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილის არაკი „ნიკორა და შვინდა“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ტრაგედია „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ისტორიული დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი“.

1832

ტიპი: ორგანიზაცია

1832 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი ფარული საზოგადოების წევრი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილის „დრამატიულ მოღვაწეობის ასპარეზზე“ მე-3 ნაწილი.

1846

ტიპი: ავტორობა

1846 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „მეფე დავით აღმაშენებელი“.

1857

ტიპი: ღონისძიება

1857 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი ჟურნალ „ცისკარს“ ფინანსურად ეხმარებოდა და მისთვის სტატიებსაც წერდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე-ჯამბაკურ ორბელიანის ნაწერები შეკრიბა და წიგნად გამოსცა.

1869

ტიპი: გარდაცვალება

1869 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 3 აპრილს ქართულ თეატრში ნატო გაბუნია-ცაგარლის, ტასო აბაშიძისა და ვასო აბაშიძის მონაწილეობით გაიმართა სპექტაკლი „ბებრის საღერღელი“.

1840

ტიპი: ავტორობა

1840 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანმა დაწერა ოთხმოქმედებიანი ტრაგედია „ბატონიშვილი ირაკლის პირველი დრო ანუ თავდადება ქართველთა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით მერაბის ძე გამყრელიძის მიერ თარგმნილი ვოდევილის „ბებრის საღერღელი“ 1-ელი ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აპრილში სახალხო სახლში გაიმართა სახალხო უნივერსიტეტის ლექციები. ნ. აბრამოვიჩმა წაიკითხა ლექცია „ახალი თაობა ჩეხოვის თხზულებაში“.