საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს მარო მაყაშვილი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 18 მარტს მარო მაყაშვილის მეგობარი ნიცა ნასიძე ჭლექით გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვარს მარო მაყაშვილი დაესწრო უორდროპის საღამოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 მარტს მარო მაყაშვილი სამხატვრო თეატრის წარმოდგენას დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მარო მაყაშვილი ნინო მაყაშვილისა და ტიციან ტაბიძის ქორწილს დაესწრო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 ოქტომბერს მარო მაყაშვილი ქუთაისში გიმნასტიკის შეჯიბრებაზე დასასწრებად გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 აგვისტოს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თამარ რცხილაძე და თამარა მარჯანიშვილი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მერვე კლასის მოსწავლეები გახდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ნიცა ნასიძე, თამარ ბეჟანიშვილი და ქსენია ღაღანიძე, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს თამარ რცხილაძე და თამარა მარჯანიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ქეთევან ჯაფარიძე, მარო მაყაშვილი და ტასო რამიშვილი, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მოსწავლეები, VIII კლასში გადავიდნენ.

1828

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1828 წელს ალექსანდრე ვახტანგის ძე ჯამბაკურ-ორბელიანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წლის 27 დეკემბერს მეფე გიორგიმ გენერალ ივანე ლაზარევს სთხოვა, იმპერატორ პავლესთვის გადაეცა, რომ ოჯახსა და ტახტს მის იმედად ტოვებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს ალექსანდრე ფიცხელაური ირაკლი ურუშაძეს დეპეშით ატყობინებდა, რომ სოფლებიდან აირჩა კომისიები და არჩევნები კვირას, ოც იანვარს ჩატარდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 28 ოქტომბერს დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩენო კომისიის კანცელარიაში დასაქმება ითხოვა მიხეილ გიორგის ძე დედაბრიშვილმა, ქ. თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტმა, რომელიც 1 წელი და 5 თვე საერობო კავშირში (რუსეთში) საქმის მწარმოებლად და მოანგარიშედ მსახურობდა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 22 აპრილს გრიგოლ ლევანის ძე დადიანი თბილისში ჩამოვიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 აპრილს საჩხერის ადგილობრივ ეკლესიაში ალექსანდრე მიხეილის ძე წერეთლის გარდაცვალების სამი წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს იოსებ მონადირაშვილის ქალთა და ვაჟთა ხორო ქაშვეთიდან კალოუბნის ეკლესიაში გადავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ე. ვ. Ჩემესოვი, ე. ი. ოვსიანიკოვი და დ. ე. Ჩერნიკი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითი განყოფილების წევრები ი. ო. პარჩევსკის თავმჯდომარეობით სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად კახეთში გაემგზავრნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორმა გუბერნიის ექიმი თ. ც. ქიქოძე და მისი თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი სიღნაღის მაზრაში გაგზავნა გადმოსახლებულ რუსებს შორის გავრცელებული ციებ-ცხელების წინააღმდეგ ზომების მისაღებად და მათ დასასახლებლად საუკეთესო ადგილების ამოსარჩევად.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 20 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკი რუსეთში სამკურნალოდ გამგზავრებას აპირებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილს ალექსანდრა ყანჩელმა „ცნობის ფურცელში” მადლობა გადაუხადა ნატო გაბუნია-ცაგარელსა და ვასო აბაშიძეს განჯაში გამართულ საქველმოქმედო საღამოში უანგარო მონაწილეობისთვის.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს ნოტებისა და გალობის კარგი მცოდნე მიხეილ ნათაძე საეპარქიო ხოროს შესადგენად ქაშვეთის ეკლესიაში მიიწვიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 აპრილის „ცნობის ფურცელში” ალექსანდრა ყანჩელმა განჯაში გამართული საქველმოქმედო საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა. საღამოს მიზანი იყო ქართველი მოსწავლეების დახმარება.