რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 თებერვალს ოზურგეთში თ. ნ თავდგირიძის თავმჯდომარეობით გაიმართულ კრებაზე შავი ჭირის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 11 თებერვლის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, პავლე პაპალოვს საზოგადოებრივი ქონების მითვისებაში ედებოდა ბრალი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 21 თებერვალს „ცნობის ფურცლის” მეშვეობით ივანე დავითის ძე სულხანიშვილს სოფელ შინდისში მდებარე სკოლის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 აპრილის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვერემიევმა სახაზინო პალატაში მოქალაქეთა გამგეობის რევიზიის ანგარიში წარადგინა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა. კრებაზე იაგ. თაყაიშვილმა განაცხადა, რომ ხაზინადრის თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა მას მადლობა გადაუხადეს გაწეული სამსახურისთვის.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს გენერალ-მაიორმა ჯორჯაძემ გასცა განკარგულება, ჯარები ჩასულიყვნენ სოფ. თაბასარანში (დაღესტნის მაზრა) და დაეჭირათ სოფლის მცხოვრებნი, რომლებმაც კაიტაღელების არეულობაში მონაწილეობდნენ.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყებოდა, რომ ქართველ მწერალსა და პოეტს, ნინო ორბელიანს ვირუსი გართულებოდა და მძიმედ იყო ავად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, დავით ილიას ძე აბაშიძე ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახრახაძე ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმნად მუშაობდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გარდაიცვალა ახალციხის სამაზრო სასამართლოს თარჯიმანი ახრახაძე.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 18 მარტის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ახრახაძე რამდენიმე თვის განმავლობაში ახალციხის მაზრის ბოქაულის თანამდებობას ასრულებდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატა იხილავდა ქურდობაში ბრალდებულ მიხეილ ელერჯიას საქმეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ახალციხეში ილია ჭავჭავაძის იუბილესთვის ემზადებოდნენ და თანხას აგროვებდნენ. ღონისძიებას ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი ხელმძღვანელობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ა. მატიევიჩი ნატანებში ნავთის ქარხნის დაარსებას აპირებდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის 19 მარტის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე მუსხელიშვილი დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილის ძმა იყო.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის მომავალში სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის მეხუთე კლასში გადავიდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის ბოლო 4 წლის განმავლობაში ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე იყო, იქამდე კი ბათუმის გიმნაზიაში სწავლობდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წლის 12 მარტს სერგო კლდიაშვილმა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა განცხადება, რომელიც საჭირო იყო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად. Განცხადებიდან ვიგებთ, რომ ის 1893 წლის 6 ოქტომბერს სოფელ სიმონეთში დაიბადა.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 24 თებერვალს Სიმონ ბადურაშვილმა სერგო კლდიაშვილს წერილით სთხოვა, სილოვან ხუნდაძისთვის ეკითხა, მიიღო თუ არა გაგზავნილი ლექსი და თუ აპირებდა მის დაბეჭდვას.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის 29 ნოემბერს შალვა აფხაიძემ პეტერბურგიდან მისწერა წერილი სანდრო ცირეკიძეს და თავისი ავადმყოფობის ამბავი შეატყობინა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 7 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის პროკურის თანაშემწე ივანე ეგიაზაროვი კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს განკარგულებით სასამართლოს თანაშემწედ დაინიშნა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 28 თებერვალს გრიგოლ ვეშაპელმა ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, პარიზში ქაქუცას „შეფიცულთა“ ჯგუფი სულ უფრო ღიად უპირისპირდება მენშევიკებსო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 29 იანვარს, 10 საათზე ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ეკატერინა ადამის ასულ მუათის წირვა გაიმართებოდა და შემდეგ საყდრის ეზოში დაკრძალავდნენ.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომლითაც სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის წევრად დანიშნვა სთხოვა.

