რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს მისწერა, საქართველოში მხოლოდ ისეთი გამომცემლობები უნდა არსებობდეს, რომელთაც სახელმწიფო მართავსო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრებამ (თავმჯდომარე ალექსანდრე შანშიაშვილი) ერთხმად დაადგინა, გაერთიანებული პარტიისთვის ეწოდებინათ „საქართველოს დემოკრატიული პარტია გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული, ეროვნული, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია და უპარტიოთა კავშირი“.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 იანვარს გამართული არასოციალისტურ პარტიათა კონფერენციის კრების თავმჯდომარე იყო ალექსანდრე შანშიაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აკაკი ტყეშელაშვილი სცენისმოყვარე იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის თებერვალში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ქიტიაშვილმა გორის კომისიას უჩივლა. მისი თქმით, მას ანგარიშს არ უწევენ, ლანძღავენ და ბიულეტენების დასარიგებლად სახარჯო ფულს არ აძლევენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის იანვარში ნიკიტა სპირიდონის ძე ჩიტაიას, დამფუძნებელი კრების არჩევნების ფოთის მთავარი საქალაქო კომისიის რწმუნებულს, დაევალა ცენტრალური კომისიიდან წამოეღო 8114 კონვერტი, ამდენივე სახელობითი მოწმობა და ბევრად მეტი საარჩევნო ბარათი.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 11 ოქტომბერს ტიციან ტაბიძემ მამია ორახელაშვილს განცხადება გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მზად იყო გამოეცა როგორც ქართული, ისე უცხოური ნაწარმოებები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს სოხუმის საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ: ვიქტორ კალანდარიშვილი, ვიქტორ (ლეონტი) ჟღენტი, ნუცუბიძე, ალექსანდრე თორაძე და სიმონ ხუნდაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თუმანოვის ხალიჩების საქსოვი სახელოსნოს საკითხის განსახილველად შეიკრიბა მცირე კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: თბილისის სახელოსნო სასწავლებლების დირექტორი ოჰანეზოვი, თბილისის დედათა პროფესიული სკოლის გამგე ანანოვისა, კარაპეტოვი, ა. ს. ბაბოვი და ლისიცინი.

