რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები მოღვაწეობდნენ მათთვის მეტად ხელსაყრელ დროს, როცა გზები თავისუფალი იყო და გაცვლისათვის ფართო ასპარეზი არსებობდა, თუმცა არანაირი მარაგი სურსათისა მათ არ გააჩნდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი წერდა, რომ სურსათის სამინისტროს ტერიტორიაზე, მის ადგილას უკვე არსებობდნენ საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციები ავად თუ კარგად შერჩეული მომსახურეთა შტატით, კავშირებით სოფელთან, ქალაქთან და კოოპერატივებთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსთის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სურსათის სამინისტროს განცხადება, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და სურსათის მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე და მომარაგების უფროსი ადამია. განცხადებიდან ირკვევა, რომ 5 სექტემბერს ფორმალური მიზეზების გამო ვერ ჩატარდა აუქციონი, რომელსაც სამინისტროს მარილით მომარაგების საკითხი უნდა გადაეჭრა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთ „Грузия“-ს მიხედვით, ადამია საქართველოს სურსათით მომარაგების უფროსი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, ეს სტატია ისევე როგორც „სოციალ-დემოკრატში“ სხვადასხვა დროს დაბეჭდილი რიგი სტატიებისა, ამ გაზეთის ძირითადი, შოვინისტური მოტივების ცალკეულ ვარიაციებს წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ამ ორგანიაზაციებმა თავისი საქმე ყველაზე უბადრუკ, ქაოტურ მდგომარეობაში გადააბარეს სურსათის სამინისტროს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვი მკაცრად აკრიტიკებდა პოპოვის დადებით დამოკიდებულებას საქართველოს საზოგადოებრივი სასურსათო ორგანიზაციების მიმართ. მისი თქმით, ყველაზე ახლომხედველი ადამიანიც კი შეამჩნევდა იმ ზარალს, რაც ამ ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანას ადგებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი გამოთქვამდა აზრს, რომ ზოგიერთების პოლიტიკაში წასვლის შემდგომ სწორედ სურსათის სამინისტროს ადგილას არსებულ საზოგადოებრივ სასურსათო ორგანიზაციებში იყო თავმოყრილი ყველანაირი ქმედითი ძალა, რაც კი ქვეყნის მოსახლეობაში იყო დარჩენილი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. სტატიაში პოპოვი წერდა, რომ საქართველოს მთავრობაში სურსათის სამინისტროს გაუქმებაზე ფიქრობდნენ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და ამის გაკეთება დიდი ხანია უპრიანი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, გაზეთის მწერლებს არა დემოკრატია, არა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, არა რევოლუცია, არამედ სწორედ მკაფიოდ გამოხატული შოვინიზმი ასაზრდოებდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის აზრით, დიდი ხანია დრო იყო ყურადღება მიექციათ საქართველოს წინაამღდეგ ამ გაზეთის მეშვეობით მებრძოლი სოციალ-დემოკრატებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“, სადაც განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია სახელწოდებით „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოუირდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც. ჭიაბროვის აზრით, „ქართული დემოკრატიის დიდი გულშემატკივრის“ პოპოვის „დიდი ხანია დროას“ გარდა ამის ნათელი დადასტურება იყო სმირნოვის ნაწარმოები „Quo vadis Iberia”, ესენის ამავე სახელწოდების თხზულება, ვინმე გ-ს „ბედნიერი არკადია“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდილ დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტურ წერილში „სოციალ-დემოკრატი“ განხილული იყო გაზეთის მე-18 ნომერში გამოქვეყნებული პოპოვის სტატია „დიდი ხანია დროა“. ჭიაბროვის თქმით, ყველანაირი სმირნოვები, პოპოვები, გეპშტეინები და მათი მსგავსი ჟურნალისტები მოურიდებლად უთხრიდნენ ძირს არა მარტო საქართველოს მთავრობას, არამედ მის დამოუკიდებლობასაც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბროვის პუბლიცისტური წერილი „სოციალ-დემოკრატი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. კალუჟნი იყო თბილისის ქალაქისთავის ამხანაგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, რომ არკადი მილოვი იყო თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგორ ბეჟოევი იყო კონტროლიორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობას მოუწონებია გამგეობის წევრ იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძის გეგმა კერძო ელექტრო-სადგურების გამორთვის შესახებ.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სილ. გიგიბერიას კაფე ჰქონდა თბილისში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოგანეზოვი იყო ნავთგადაზიდვის უფროსი.

