რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში საქართველოს ყოფილი კონსული პეტროგრადში ალექსანდრე ჩერქეზიშვილი აუწყებდა რილიაევებს, რომ ნინო სკლოჯიო კარგად იყო, ასევე სწერად, რომ მასთან იყვნენ მარიამ ჩოლოყაშვილისა და ნატალი ჭავჭავაძისა, რომელიც ავეჯს ჰყიდდა და ამით ცხოვრობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების მოსმენის შემდეგ მთავრობამ დაადგინა, ქუთაისის სამაზრო გამომძიებლის მოვალეობის აღმსრულებელი ვ. გოცირიძე ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის მოადგილედ დანიშნულიყო.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის 9 თებერვალს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ჰკითხა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ რამდენი ეგზემპლარი უნდა გადაეგზავნა თბილისში და ვისთვის.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის იანვარში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დროულად შეეკვეთა ალმანახ „ცისფერი ყანწების“ საბეჭდი ლიშეები და დამზადებისთანავე გაეგზავნა ქუთაისში, გამომცემელ კვიცარიძის სტამბაში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ იაკობ ფხაკაძეს მოსკოვიდან წერილით შეატყობინა, რომ ორი დღის წინ მოსკოვში, იმპერატორის თეატრში, გამართულ რუსთაველის საღამოზე მწერალი კინსტანტინე ბალმონტი და თეატრის მსახიობი ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი გამოვიდნენ.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1915 წელს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, ატყობინებდა, რომ მიიღო მისი წერილები და ჰპირდებოდა, რომ ერთმანეთს მალე შეხვდებოდნენ და ერჩევნა, შეხვედრა ქუთაისში შემდგარიყო.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1915 წლის 21 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ მოსკოვიდან წერილი მისწერა იაკობ ფხაკაძეს და ფულის გაგზავნისთვის მადლობა გადაუხადა.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1915 წლის 15 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან წერილი მისწერა იოსებ გრიშაშვილს და ალმანახისათვის ლექსის გაგზავნა სთხოვა.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1915 წლის 10 ნოემბერს პაოლო იაშვილმა წერილი მისწერა ელენე ბაქრაძე-ბერიშვილს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ელენე დარიანის ლექსების გამოქვეყნებას ქუთაისელი მკითხველის დიდი აღშფოთება მოჰყვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი მაისიდან გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორისთვის ყოველწლიურად 12500 მანეთი უნდა გადაეხადათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 აპრილის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თედიაშვილი თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ზედამხედველად აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი მაისიდან გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით ყარსის სამხედრო გუბერნატორისთვის ყოველწლიურად 10500 მანეთი უნდა გადაეხადათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი მაისიდან გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის განკარგულებით დაღესტნის სამხედროს გუბერნატორისთვის ყოველწლიურად 12000 მანეთი უნდა გადაეხადათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 აპრილს ქუთაისის საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების კრებაზე კენჭისყრის შედეგად დირექტორად ბეჟან ლორთქიფანიძე აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 აპრილს ქუთაისის საურთიერთო საკრედიტო საზოგადოების კრებაზე აპირებდნენ, ბეჟან ლორთქიფანიძე კენჭისყრის გარეშე აერჩიათ ბანკის დირექტორად. კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძემ ამაზე პროტესტი გამოთქვა და კენჭისყრის დანიშვნა მოითხოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 აპრილს სოფელ გუბის ერთკლასიან სამინისტრო სკოლაში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე სიტყვით გამოვიდა ნესტორ წერეთელი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წესდების შეცვლის შესახებ ისაუბრეს. Ამ საქმისთვის სპეციალური კომისია დაარსდა, რომლის წევრებადაც დავით ბესარიონის ძე კვირკველია, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი და გრიგოლ ჯაყელი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 აპრილს ყვირილაში ქართული ხოროს კონცერტი გაიმართა, რომლის ლოტბარიც ბ. ა. კავსაძე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” მორიგი კრება გაიმართა. სხდომაზე ეკატერინე და დიმიტრი მამულაშვილებმა „შუამავალს” სოფელ დვაბზუში მდებარე 5 ქცევა მიწა გადასცეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრებაზე სხდომის გამგე კონსტანტინე თავართქილაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა ის დაითანხმეს, რომ კიდევ ერთი წელი გაძღოლოდა ამხანაგობის საქმეებს.
1915
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა იოსებ გრიშაშვილს ქუთაისიდან გაუგზავნა წერილი, სთხოვდა, თბილისში გაგზავნილი ალმანახ „ცისფერი ყანწების“ 300 ეგზემპლარი თითო 9 შაურად გაეყიდათ.

