რეგისტრირებული ფაქტები81346
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ივანე ცქიტიშვილი ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაცია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა, რომ 1880 წელს საფრანგეთში დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც ხელი შეუწყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე ჯოხთაბერიძე ზუგდიდის გიმნაზიიის ქართული ენის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 აგვისტოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით, ტროფიმე დავითის ძე შარაშიძე ბათუმის საქალაქო უმაღლეს პირველდაწყებით ქართულ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამხედრო მინისტრ კერენსკის განკარგულებით დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ქვეითი ჯარის პროპორშჩიკთა სკოლებში იუნკრების მიღება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 ოქტომბერს გაიხსნა რუსეთის რესპუბლიკის დროებითი საბჭო, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ავქსენტევი, მის მოადგილედ პეშეხოვი. ბოლშევიკებმა დარბაზი დატოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ქ. რიგის მართლმადიდებელთა ტაძარში ვილჰელმ II ხატს ემთხვია და ბრძანა ღმრთისმსახურების დროს ნიკოლოზ II მოეხსენებინათ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N26 იუწყება, რომ ქუთაისის დარბევის გამო გასული ხუთშაბათის, 5 ოქტომბრის ნომერი ვერ გამოვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 ოქტომბერს ქ. ქუთაისში ჩავიდა რუსეთის რევოლუციის ბელადი, ყოფილი მინისტრი ირაკლი გიორგის ძე წერეთელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N26 ცნობით, დაბა კულაშის სახალხო თეატრს ნინო გებუაძე-მიქელაძისამ აბრეშუმის ქართული კაბა თავის გულისპირით შესწირა, ელენე აპალონის ასულმა მიქელაძემ კი — მაგიდა, რისთვისაც თეატრის გამგეობა მათ მადლობას უხდიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, რედაქციამ ელენე ჩხეტიასგან მიიღო ნოქალაქევის აგარაკში პლატონ გახოკიას დახმარებით შეგროვილი ფული 142 მან. სარედაქციო ფონდის გასაძლიერებლად. სიის დაკარგვის გამო შემომწირველთა გვარები ვერ დაიბეჭდა. რედაქციამ მადლობა გადაუხადა მათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, თამარ გოგოლაშვილმა გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., მარიამ პეტრეს ასულმა გვიჩიამ – 5 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ დაიბეჭდა დ. ხარაგაულის (სადგური ბელაგორი) ქალთა წრის გამგეობის თავმჯდომარე ანა ედილაშვილის გამოგზავნილი წერილი რედაქციის მიმართ. ის მადლობას უცხადებს იმ პირთ, რომელთაც დახმარება გაუწიეს ხარაგოულის ქალთა წრეს, რომლის მიზანია ღარიბ მოსწავლეთათვის მოაწყოს უფასო თავშესაფარი. შემომწირველთა სია: ტარასი კიკნაძე, ალექსანდრე კვარაცხელია, ნიკოლოზ კიკნაძე, ვანო დეკანოსიძე, პროკოფი ფანჩულიძე, ერმანოზ ბუაჩიძე, ნოე ავალიანი, გაბრიელ ყუბანეიშვილი, ვასილ ყიფიანი და ელენე ხარაძისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 22-23 ივლისიდან მიხეილ კავსაძის სახალხო გუნდი ჯერ ბათუმში, შემდეგ კი დას. საქართველოში გაემგზავრებოდა, სადაც შესულდებოდა ეროვნული ჰიმნი, აგრეთვე სცენები სოფლის ცხოვრებიდან ქართლ-კახური სიმღერებით.
1920
ტიპი: თანამდებობა
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 19 ივლისს ბორჯომში იხსნება საქართველოს ცენტრალური ბანკის განყოფილება, რომლის გამგედ მიწვეული იყო პავლე უზნაძე.