რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას, რომლის თავმჯდომარე იყო ილია ჭავჭავაძე, 118 წევრი ესწრებოდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გაიმართა გამგეობის წევრების არჩევნები. სარევიზიო კომისიის წევრებად: აირჩიეს ანდრია ღულაძე, ნიკოლოზ გოგიტიძე, ვასილ სულხანიშვილი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე რატიშვილი, იაკობ ღულაძე, ნიკოლოზ ელიავა და ივანე გომართელი.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბორჩალოს მაზრის სოფელ აშკალის მცხოვრები გაბრიელ ბაბიკას ძე ფალიაშვილი ბაშკიჩეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 აგვისტოს ბენუა-მარი ლანჟენიემ პაპს წერილობით სთხოვა, რომ აღმოსავლეთში არსებულ ლათინელ კათოლიკეთა დაწესებულებებზე მფარველობა გაეძლიერებინათ. ლანჟენიემ პაპისგან დადებითი პასუხი მიიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს კარდინალი ბენუა-მარი ლანჟენიე შიშობდა, რომ პალესტინაში წასული ვილჰელმ მეორე გერმანელ კათოლიკეთა დაწესებულებების მფარველობაზე საკუთარ უფლებებს გამოაცხადებდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, კ. ე. რუხაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ვასილ პლოხოტნიკოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მ. ი. გროდსკი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მიხა ვ. ესაკია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილარიონ გორგოძემ სოფელ ქვედა ზეგანში სამრევლო სკოლა დააარსა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამერიკელი გეოლოგი როზენბერგი სამურზაყანოში იმყოფებოდა. მან მიმდებარე სოფლებში დიდი რაოდენობით რკინა, სპილენძი და სხვა მადნეული აღმოაჩინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ გალპერინმა ფ. ივანიდისისა და გიორგი გვალიას მიერ სოფელ ოქუმში აღმოჩენილი ტყვია-ვერცხლი იყიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის მკვიდრი გიორგი გვალია ვაჭარი იყო.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფ. ივანიდისი ოჩამჩირეში ცხოვრობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს გიორგი გვალიამ და ფ. ივანიდისმა სოფელ ოქუმში ტყვია-ვერცხლის მადანი აღმოაჩინეს.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-71 წლებში დავით გიორგის ძე საცერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-1907 წლებში ქრისტეფორე ბესარიონის ძე საცერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: გარდაცვალება
1856 წლის 27 აგვისტოს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იოვანეს ძე ფერაძე გარდაიცვალა.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წელს ბესარიონ იოვანეს ძე ფერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: გარდაცვალება
1851 წლის აგვისტოში საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი გიორგი იოვანეს ძე საცერაძე გარდაიცვალა.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870 წელს ვასილ აბესაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.
1800
ტიპი: თანამდებობა
1808-51 წლებში გიორგი იოვანეს ძე საცერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

