საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

1800

ტიპი: თანამდებობა

1808-51 წლებში გიორგი იოვანეს ძე საცერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

1804

ტიპი: თანამდებობა

1804-47 წლებში სვიმონ ვასილის ძე ფერაძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წელს საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი პეტრე ენუქიძე გარდაიცვალა.

1798

ტიპი: თანამდებობა

1798-1830 წლებში პეტრე ენუქიძე საზანოს მთავარანგელოზის (აბაშიძეების) ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო მგელაძის მოთხრობა „ზღაპრული“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მაისს გედევან გედევანოვს იუბილე მიულოცეს საიუბილეო კომისიის თავმჯდომარემ, ლ. ი. მღებროვმა, დრამატული საზოგადოების წარმომადგენელმა ნიკოლოზ ერისთავმა და დრამატურგმა გაბრიელ სუნდუკიანცმა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში რეჟსორებმა ვალერიან გუნიამ და ვალერიან შალიკაშვილმა დრამატული საზოგადოების გამგეობას მომავალი რეპერტუარი წარუდგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის ლექსი „მუზას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „მთვარევ...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის სტატია „შანტეკლერი – განთიადის მომღერალი“.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს ალექსანდრე მეიფარიანი ქართული თეატრის მსახიობი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით სიმონის ძე პავლიაშვილის წერილი „ოპერის მომღერალნი“ (მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს მიხეილ იროდიონის ძე ნანობაშვილი ალჟირის საოპერო თეატრის პირველ ტენორად მიიწვიეს.

1832

ტიპი: ორგანიზაცია

1832 წელს მღვდელი სოფრომ მესხიევი ფარული საზოგადოების წევრი იყო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს სოფრომ მესხიევი ქართული ენის ცენზორად დაინიშნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტომაზო სალვინის წერილი „ახალგაზრდა მსახიობთა საყურადღებოდ“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს თბილისში ალექსანდრე მეიფარიანის პიესა „ქმრები გავაბით მახეში“ დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 9 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიანცის ლექსი „გაზაფხული“.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით კარიჭაშვილი.

1853

ტიპი: ღონისძიება

1853 წელს ოქროპირ ბატონიშვილმა მოსკოვში ცალკე წიგნად გამოსცა სასცენო დრამად გადაკეთებული „ვეფხისტყაოსანი“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 6 მაისს გედევან გედევანოვის საიუბილეო საღამოზე წარმოადგინეს მოლიერის „ტარტიუფის“ მე-4, აქვსენტი ცაგარლის „ხანუმას“ მე-2 და გაბრიელ სუნდუკიანცის „დაქცეული ოჯახის“ (სომხურ ენაზე) 1-ელი მოქმედება.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ჩატარდა გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები. თავმჯდომარედ კვლავ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც იყო ილია ჭავჭავაძე, საზოგადოების 1901 წლის შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვა განიხილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 4 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც იყო ილია ჭავჭავაძე, 77 ხმით 41-ის წინააღმდეგ გადაწყდა ხარჯთაღრიცხვაში შეეტანათ ბათუმის სკოლის მესამე მასწავლებლის მოსაწვევად საჭირო თანხა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სახალხო სკოლის დირექციის განკარგულებით სოლოლაკის სკოლაში ქართულის გაკვეთილები სულ თამარ ქუჩუკაშვილს მისცეს.