რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი მზარდობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინება, რომ მამუკა ორბელიანი საქართველოს სამხედრო საბჭომ ოლივერ უორდროპის მისიას მიამაგრა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებელმა მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანი-აბაშიძისამ განათლების სამინისტროს ხანგრძლივი მასწავლებლის წოდების მინიჭება სთხოვა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენეულ გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად მე-8 გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი იყო გადმოყვანილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის მე-8 გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც იუწყებოდა, რომ ხსენებული გიმნაზიის მასწავლებელი, ვასილ ბარნოვი განწესებული იყო თბილისის მე-2 ვაჟთა გიმნაზიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ვაჟთა პირველი გიმნაზიიდან ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, პირველი სექტემბრიდან მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი, ყოფილი კლასის დამრიგებელი, დაეშვათ. ხელს აწერენ დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ცაგერის ერობას მისწერა, რომ ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ განათლების სამინისტრო კავკავის სკოლის დახმარებაზე უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ ეს სკოლა საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყო. შუამდგომლობა 1919 წლის 25 აგვისტოს იყო აღძრული. გამგეობამ კავკავის სკოლის საკითხის გამოკვლევა მიანდო სასკოლო კომისიას, რომელსაც დასკვნა გამგეობის კრებაზე უნდა წარედგინა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის მე-7 სკოლის ქართული ენის მასწავლებელ ეკატერინე ზაზუნოვისას თხოვნა 50 ცალი „დედაენის“ I და II ნაწილების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს თანხმობით ანნა ივანეს ასული ბარანოვსკაია სენაკის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული და გერმანული ენის პედაგოგად დაუშვეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმის მწარმოებელმა მესხმა სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად ანნა (ნინო) ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.