რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1817
ტიპი: თანამდებობა
1817 წელს სიმონ გიორგის ძე ჩაჩუა საპაიჭაოს (ყუმურის) წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-1917 წლებში იაკობ იოათამის ძე გველესიანი სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: თანამდებობა
1859 წელს იესე (იოსებ) მახარობელის ძე გიორგაძე საპაიჭაოს (ყუმურის) წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-93 წლებში სოფრომ გრიგოლის ძე მაღლაკელიძე სანახშირის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის ივნისში ექვთიმე ელიაშვილი მოსკოვში წმინდა მირონის ჩამოსატანად გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 ივნისის „დროებაში“ არტემ გალუსტოვის ქალიშვილის მკვლელოის შესახებ სტატია დაიწერა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე გერმანელების ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობაში იღებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ვასილი პოტოს წიგნი „საქართველო და მისი წარსული დრო“ 20 კაპიკი ღირდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელანია ნიკოლოზ ნათიძის ფსევდონიმი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ნიკოლოზ მელანიას მოთხრობა „ბნელო“ 20 კაპიკი ღირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებები (თითო ტომი) მანეთი ღირდა. წიგნს ახლდა ავტორის სურათი და ფაქსიმილე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ბეჟანის ძე სარჩიმელიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩაჩექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა რკინიგზის სადგურთან მდებარე სახლი და 8006 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ოქროპირის ძე ჩარკვიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ერთი ორსართულიანი და მეორე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 63 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, მარდახ მოშას ძე ცაციაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 1473 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

