საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81817

1919

ტიპი: თანამდებობა

სომეხ-ქართველთა კონფერენციაზე ნეიტრალური ზონის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებად დაინიშნენ: შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ მდივანი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ერევანში გეგმავდა გამგზავრებას, მაგრამ სომეხმა მინისტრმა ურჩია, არ წასულიყო, რადგან ქვეყანაში მალარია იყო გავრცელებული.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ პოლკოვნიკი სტოქსის თავის წარმომადგენლად დანიშვნას აპირებდა ბაქოში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპი დომენიკა ერისთავს ესტუმრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 სექტემბერს, პირველ საათზე, ოლივერ უორდროპი პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნას დაესწრო. სხდომაზე პარლამენტმა რკინიგზაზე ყაჩაღობისთვის სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპმა აღნიშნა, რომ მთავრობამ თავდასხმებში მონაწილეობისთვის დააპატიმრა 800 ბოლშევიკი, ძირითადად უცხოელები.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 18 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მატარებლების ძარცვა დაიწყეს. არსებობდა ეჭვი, რომ ისინი საზრვარგარეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. მთავარი მიზანი საქართველოს სუსტ ქვეყნად წარმოდგენა იყო, რომელსაც ინგლისელების წასვლის შემდეგ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება არ შეეძლო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 19 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ მასწავლებელ ვერა გიორგის ასულ აბაზაძეს მისწერა, მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე მოსალაპარაკებლად დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, მთავარგამგე იყო სერგი იოსების ძე დანელია.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი იყო ელ. ჭელიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი იყო ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, განათლების სამინისტროს მდივანი იყო გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი იყო დ. მესხი.

1919

ტიპი: თანამდებობა

დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვას პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი იყო ივანოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს სწერდა დეპეშას, რომ მათთვის მასწავლებელთა გასაგზავნად ზომები მიიღეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ ონის გიმნაზიის დირექტორ გიორგი კვიტაშვილს დეპეშით აცნობა, რომ უცხო ენის გაკვეთილები ადგილზე უნდა გაანაწილოს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, ი. გიორგობიანი, ი. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი კავკავის სკოლაში მასწავლებლის დანიშვნასთან დაკავშირებით. მასწავლებლის ადგილს თხოულობდნენ: ელიზბარ გრიგოლის ძე კოპინაშვილი, ელიოზ გიორგის ძე ხუციშვილი, ვასილ ჯანია, ალ. ესაკია. გამგეობის გადაწყვეტილებით, დაინიშნენ ელიზბარ კოპინაშვილი და ელიოზ ხუციშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა, მიენდოს მას საზოგადოების გამოცემული წიგნების გავრცელება გურიაში. გამგეობამ გადაწყვიტა, გაეხსნას ოზურგეთის ერობას წიგნის მაღაზიიდან 50000 მანეთის კრედიტი, ხოლო მოეთხოვოს, წარმოადგინოს წინასწარ 25000 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება პროვინციაში წიგნების აწეულ ფასებში გაყიდვის შესახებ. გამგეობამ თევდორე კიკვაძეს საკუთარი მოხსენების წერილობით წარმოდგენა დაავალა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის წინადადება რვეულების 2 მანეთად შეძენის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიენდოს თ. კიკვაძეს გამყიდველთან მოლაპარაკება და ხელსაყრელ ფასებში შეძენა.

1919

ტიპი: თანამდებობა

გროზნოსთვის ბრძოლებში 1919 წლის 20 სექტემბრიდან II რანგის კაპიტნის ჩინით კასპიის ფლოტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ რიაბინინი, რომელიც ოდესიდან გემების უკან დახევას ხელმძღვანელობდა მარტის ევაკუაციის დროს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 20 სექტემბერს ვერა გიორგის ასული აბაზაძე თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 21 სექტემბერს ოლივერ უორდროპს ეწვია სპარსეთის გენერალური კონსული, რომელსაც დიდხანს ესაუბრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 22 სექტემბრის მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რკინიგზის დროებით გენერალ-გუბერნატორად, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით, დაენიშნათ ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე.