რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს წყალთა ინსპექტორ პეტროვის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა გაერკვია მტკვრის კალაპოტის საზღვრები სახლების უსაფრთხო მანძილზე ასაშენებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიაში აღიძრა საკითხი თბილისის დედათა პროფესიულ სკოლაში ხაზვა-ხატვის მასწავლებლად ქალი მიეწვიათ. კომისიამ განიხილა საკითხი და გადაწყდა, სასწავლო წლის ბოლომდე ხატვის მასწავლებლად გალუბცოვი დაეტოვებინათ.
1812
ტიპი: თანამდებობა
1812 წელს ბესარიონ მახარობელას ძე გიორგაძე ვანის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1 ნოემბერს ქართულ დრამატულმა დასმა სათავადაზნაურო თეატრში მსახიობ კონსტანტინე შათირიშვილის საბენეფისოდ წარმოდგენა გამართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ა. გ. ატოვმიანცმა კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თავისი ქარხნის კანფეტები წარადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ნოემბერს ავჭალის ქუჩაზე მდებარე სახალხო კითხვათა შენობაში ავქსენტი ცაგარლის „ციმბირელი" წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ტერ-გრიქუროვმა და მეჟლუმოვის ქარხანამ ბაქოდან თავიანთი ნაწარმი გაიტანეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის აგვისტოში დეკანოზი ტერ-სარქის აგაჯანოვი თბილისში, ამაღლების ქუჩის N58-ში ცხოვრობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ოლღა ციცაგის შვილად აყვანის მსურველები უნდა მისულიყვნენ დეკანოზ ტერ-სარქის აგაჯანოვის სახლში (ამაღლების ქუჩა N58-ში).
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წელს გარდაიცვალა ალექსანდრე ციცაგი. მალევე დაიღუპა მისი მეუღლეც. წყვილს ობლად დარჩა 1 წლის ოლღა ციცაგი, რომელსაც ბებიები ზრდიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ ხეცურიანს 3 წლის ოლღა ციცაგის გაშვილებაში დახმარება ბავშვის ბებიამ სთხოვა.

