რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებით ფოთში დააპატიმრეს ნოვოროსიისკის პორტის გემი „Геркулес“, რომელსაც რუსი ლტოლვილები უნდა გადაეყვანა და საქონელი გაეცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა, ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავიდოვა, ნინო დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ გარდაცვლილი ნატალია დავითის ასული ავალოვას პანაშვიდები გაიმართებოდა ყოველდღე დავითის ჩიხის №12-ში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, თბილისურმა გაზეთებმა უკვე ამცნეს თავიანთ მკითხველებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია სახელწოდებით „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ კავკასიაში ახლად შექმნილი ორგანიზაცია წმინდა ნაციონალური ხასიათის იყო, რაზეც ნათლად მეტყველებდა მისი სამოქმედო პროგრამა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ამ პოლიტიკური მოძრაობის მთავარ ძალასა და ცენტრს წარმოადგენდნენ ინგუშები, რომლებიც სხვა ხალხებზე უფრო განიცდიდნენ მიწების ნაკლებობას და ამიტომაც ყველაზე მეტად აქტიურობდნენ თავიანთი ეროვნული ინტერესებისა და უფლებების დასაცავად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ამიერკავაკასიის საზოგადოებისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით ავტორს მოჰყავდა ამონარიდები ორგანიზაციის პროგრამიდან და მისი წინასიტყვაობიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ თერგის, დაღესტნისა და ყუბანის ოლქის წარმომადგენლები არ დაახანებდნენ და უახლოეს მომავალში შეუერთდებოდნენ ლიგას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსული რევოლუციის მიერ ხალხებისთვის მინიჭებული თვითგამორკვევის უფლებით უსარგებლია რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხების უმრავლესობას. პოლონეთი, ფინეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლიფლანდია, კურლანდია, უკრაინა, ბელარუსი, ყირიმი, დონი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაადგა რუსეთისგან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოების შენების გზას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიიდან ირკვევა, რომ კავკასიის მთის ხალხებს ოტომანთა იმპერიასთან უკვე დაუდიათ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში ასეთივე ხელშეკრულების დადებას აპირბედნენ გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. ავტორის აზრით, კავკასიის ხალხთა ერთიანობისა და პროგრესისათვის ბრძოლის სიმძიმეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლოვე სამხრეთ-კავკასიელ მეზობლებთან - საქართველოსთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლოზუნგით „ერთიანობა, დამოუკიდებლობა და პროგრესი“ უნდა ეხელმძღვანელა ყველა შეგნებულ, ეროვნულად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობის მოსურნე მთიელს, ვინც ამაყობდა თავისი სამშობლოთი და თავისი წინაპრებივით თავდავიწყებით უყვარდა იგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ა. არსლან-გირეის სტატია „კავკასიის მთის ხალხის ერთობა, დამოუკიდებლობა და პროგრესის ლიგა“. სტატიის თანახმად, ლიგა აპირებდა მეგობრული ურთიერთობების დამყარებას მეზობელ, დემოკრატიულ სახელმწიფოებთან: აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან. საბოლოო მიზანი კი შეიძლება გამხდარიყო ფედერაციულ ან კონფედერაციულ საწყისებზე დაფუძნებული ერთიანი დამოუკიდებელი კავკასიის შექმნა.

