საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93112

1870

ტიპი: ღონისძიება

1870-იან წლებში თევდორე კიკვაძის დედა მის სწავლა-განათლებას უჭერდა მხარს.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ვასილ გაბაშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით ართმელაძემ დაწყებითი განათლება ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ვარდენ წულუკიძემ განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ციციშვილმა დაწყებითი განათლება მიიღო გიმნაზიაში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა სანკტ–პეტერბურგის 1-ელი სამხედრო გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მაჭავარიანმა დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში გიორგი ფურცელაძემ განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დაწყებითი განათლება კოტე აფხაზმა სახლში მიიღო.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ლავრენტი ბალუაშვილმა თბილისში დაასრულა დაწყებითი სკოლა.

1870

ტიპი: განათლება

სოლომონ ყარალაშვილმა დაწყებითი განათლება სახლში მიიღო 1870-იან წლებში.

1870

ტიპი: განათლება

სტეფანე ახმეტელაშვილმა დაწყებითი განათლება სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში მიიღო, 1870-იან წლებში.

1870

ტიპი: განათლება

ივანე ჯაფარიძემ დაწყებითი განათლება ვლადიკავკაზის სამხედრო პროგიმნაზიაში მიიღო, 1870-იან წლებში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და მალე თბილისსა და ქუთაისში გაიყიდებოდა დავით გურამიშვილის „დავითიანი“ გიორგი წერეთლის შესავალი წერილით „დავით გურამიშვილი და იმის წინა-დროები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდის მაზრის სოფლებში მეორედ მოსვლის შესახებ გავრცელებული ხმების თაობაზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 8 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ეკ. თარხან-მოურავის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ეკატერინე გაბაშვილის წერილი „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“ გორის მაზრაში გახსნილი ახალი სასოფლო სკოლების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გარდახვეწილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი შარვაშიძის ლექსი „ხელთ ვიღებ ბოკალს შენს სადღეგრძელოს“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ანტონიშვილის კორესპონდენცია „სოფ. დიღმიდან“ სასოფლო სკოლების მნიშვნელობის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 15 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ზუგდიდიდამ“ 2 იანვრის ღამეს ზუგდიდის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1870

ტიპი: გარდაცვალება

1870 წლის 22 იანვარს სოფ. დიხაშხოს წმ. სამების ეკლესიის მღვდელი სვიმონ გიორგის ძე სუპატაშვილი გარდაიცვალა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ალექსანდრე ცაგარლის ნარკვევისა „ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში“, რომელშიც განხილულია ილია ჭავჭავაძის თხზულება „კაცია ადამიანი“ და მისი პოეზია.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ქალების სახელოსნო შკოლა თბილისში“ როგორც თვითონ სასწავლებლის შესახებ, ისე ქალების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დარია მამაცაშვილის სტატია „წიგნი ეკ. თარხან-მოურავისადმი“, რომლითაც ის მადლობას უხდის ადრესატს, ეკატერინე გაბაშვილს ამავე გაზეთში გამოქვეყნებული წერილისთვის „გლეხ-კაცების აზრი სასოფლო შკოლებზედ“.