საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87042

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის ლექსი „შვილი მუშა ბოქულაძისა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას წერილი „წარსულიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“ (1848 წლის რევოლუციის მეორე დღე) მე-2 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „ორი სურათი“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ჯიბრაილ იბრაჰიმ-ოღლიმ (თბილისიდან) წარადგინა ოქრო-ვერცხლის ნაკეთობები.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 20 ივლისს ლიზა ყარალაშვილმა თელავში ილიაობის აღსანიშნავად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელი აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე ჭავჭანიძის პიესა „ყრუ სოფელში“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. მიულმანს გატანილი ჰქონდა საოპტიკო, სამექანიკო, გეოდეზისა და ელექტრონის იარაღები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე ი. დეისაძესა და ილია მარდალეიშვილს გატანილი ჰქონდათ ევროპული და ქართული სტილის ფეხსაცმელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე პ. ნ. კაცაძე ქუთაისიდან გატანილი ჰქონდა უნაგირი და ცხენის აღკაზმულობა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე გ. ი. ოქოევს წარმოდგენილი ჰქონდა ძუა-ფაფარისაგან დამზადებული სხვადასხვა ნივთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს ბათუმში კავკასიის სამოქალაქო საექიმო ნაწილის გამგე ფენომენოვი ახლდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა სხდომაზე განიხილეს ქალაქის საექიმო ლაბორატორიის გამგის, გიორგი ალიბეგოვის მოხსენება იმის შესახებ, როგორ უნდა მოისპოს გავრცელებული ღვინის ფალსიფიკაცია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე კონდაკოვს წარმოდგენილი ჰქონდა რქის ნაკეთობები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ა. ი. ფლორენსკი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ი. მ. დოლუხოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ლევბერგმა წარადგინა თამბაქოს ქარხნის, „თამარას" ნაწარმი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო კირიონმა სამღვდელოთა თანამსახურებით მცხეთასთან მდებარე არმაზის ღვთისმშობლის სამლოცველო აკურთხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სტეფანენკომ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თავისი შეკერილი ფეხსაცმელი წარმოადგინა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა და გრიგოლ ტერ-პეტროსიანმა კაბები და თავშლები წარადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის სტატია „ქართველი მომღერლები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „სეზონის მოლოდინში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას მოთხრობა „ოთხი ხე“.