საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საჭიროა კავკასიაში უნივერსიტეტი, თუ არა?“

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 3 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ მიხეილ ლერმონტოვის „დემონის“ მამია გურიელის მიერ შესრულებულ თარგმანზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „რა მოსპობს სიღარიბეს?“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „მეოთხე კრება იმერეთის სამღვდელოებისა“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 10 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისის წიგნის მაღაზიებში მანეთად იყიდებოდა კირილე ლორთქიფანიძის მიერ გამოცემული პოეტური კრებული „ჩონგური“, რომელშიც სხვა ავტორებთან ერთად დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ლექსები.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 17 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ქუთაისის ამბები“ ქუთაისში გამართული სასამართლო პროცესის შესახებ, რომელზეც განიხილავდნენ ექიმ იუხნოვიჩის მეუღლის სარჩელს გიმნაზიის ინსპექტორ ალექსანდრე სტოიანოვის წინააღმდეგ. ქალი ინსპექტორს გაუპატიურების მცდელობაში სდებდა ბრალს.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ბესარიონ ჯაფარიძის კორესპონდენცია „ჟენევა“.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, სექტემბერში თბილისს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე ესტუმრებოდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ფუტკრის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ღია წერილი „მნათობის“ რედაქტორისადმი, რომლითაც ავტორი პასუხობდა გიორგი წყალტუბელის მიერ „მნათობში“ გამოქვეყნებულ წერილს „ორიოდე სიტყვა „დროების" ეხლანდელ რედაქციაზე“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის წერილი „მოგზაურობა მარტვილიდგან კიწიამდინ“ სენაკის მაზრის სიახლეთა შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „კავთისხევიდგან“ გორის მაზრის სოფლებში სარწყავი წყლის ნაკლებობის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მღვდელ ალექსი შარაბიძის კორესპონდენცია „უწერის მჟავე წყლები, რაჭაში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „ურიების მდგომარეობა საქართველოში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ Z.Z.-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „აბას-ტუმნიდამ“ აბასთუმნის სამკურნალო წყლების შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე წულუკიძის კორესპონდენცია „ოზურგეთიდამ“ ოზურგეთის თეატრის სცენაზე დადგმულ გიორგი ერისთავის „გაყრასა“ და ქალაქის სხვა კულტურულ სიახლეებზე.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენციისა „ფოთის ამბები“, რომელშიც საუბარია რკინიგზისა და მშენებარე პორტის შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ლექსი „კაცის მიწერილი“.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, პავლე ანტონოვი და მარია სბროსკისა თბილისის კათოლიკური სამრევლო სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, მღვდელი პავლე კალაიჯოვი თბილისის კათოლიკური სამრევლო სკოლის ზედამხედველი.