რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე, გედევან ვასილის ძე გედევანოვი და კონსტანტინე ნიკოლოზის ძე შათირიშვილი დრამატული საზოგადოების დასის მიწვეული წევრები იყვნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს შალვა გოგოლაშვილი, ე. კეჟერაძე, მ. რატიანი, ივანე ჭავჭანიძე, შ. რატიანი, ნ. ნადარეიშვილი და დ. მებუკე ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დასის მუდმივი წევრები იყვნენ: ნინო შიოს ასული დავითაშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, არეთა ლოლუა, მარო მდივანი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მარგარიტა ქილარჯიშვილი, ნატალია ჯავახიშვილი, პაშა შოთაძე და სხვ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა ქუთაისში მოსამზადებელი სასწავლებლის გახსნას აპირებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 ივლისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დიმიტრის ძე ორბელიანის ძეგლის ასაგებად ხელმოწერები მიიღებოდა თბილისის გამგეობაში.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ მიხეილ ჯავახიშვილის უსიამოვნებების შესახებ „ლიტერატურული გაზეთიდან“ შეიტყო და სთხოვა, მისთვის მოკითხვა და თანადგომა გადაეცა.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 3 დეკემბერს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მისწერა, რომ მოსკოვში მისი ორი ახალი კრებული, „ზღვარზე“ და „ფერფლი“ იბეჭდებოდა, რომლებსაც მას და ნინა მაყაშვილს მალე გაუგზავნიდა.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას მისწერა, გადაეხადათ მისთვის სამთვიანი სახელფასო დანაკლისი, 350 მანეთი, რათა ვალები გაესტუმრებინა და ყოფითი პრობლემები მოეგვარებინა.
1929
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1929 წლის 26 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციას შეატყობინა, რომ ფედერაციაში მუშაობის ათი წლის მანძილზე დაუგროვდა ბინის ქირის ვალი 400 მანეთის ოდენობით, რის გამოც, სახლიდან გასახლება ემუქრებოდა.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-76 წლებში ბესარიონ მარკოზის ძე გიორგაძე სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს (ბარდაველიძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819 წელს მიხეილ გიორგის ძე ჭუმბურიძე სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-72 წლებში გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849-55 წლებში ბესარიონ ნიკოლოზის ძე გიგაშვილი სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1846
ტიპი: გარდაცვალება
1846 წლის დეკემბერში სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი მათე ჟოჟუას ძე ღიბრაძე გარდაიცვალა.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819-46 წლებში მათე ჟოჟუას ძე ღიბრაძე სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: გარდაცვალება
1848 წლის 15 მაისს სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე გიგაშვილი გარდაიცვალა.
1811
ტიპი: თანამდებობა
1811-48 წლებში ნიკოლოზ დავითის ძე გიგაშვილი სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში მელეტი (მელიტონ) ივანეს ძე რიჟამაძე სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891-98 წლებში ლავრენტი სოკრატეს ძე ფერაძე სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.
1930
ტიპი: გარდაცვალება
1930 წლის 2 სექტემბერს სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი მელეტი (მელიტონ) ივანეს ძე რიჟამაძე გარდაიცვალა.

