საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება ბათუმის მარინეს სახელობის სკოლის მასწავლებელთა ჯამაგირების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში საღმრთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა ნიკოლოზ ბარნაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის სხდომაზე მოისმინეს პროვინციის მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების საკითხი და დაადგინეს: ფინანსთა მინისტრს დაევალოს, პროვინციის მასწავლებლებს დაუყოვნებლივ მისცეს ჯამაგირები, ოღონდ ეს მოხდეს სამხედრო სამინისტროს დაკმაყოფილების შემდეგ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 ოქტომბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი მინისტრთა საბჭოს წინაშე შუამდგომლობს ქუთაისის ყოფილი სამასწავლებლო სემინარიის საქმის მწარმოებლისა და ეკონომისტ გ. ა. თარგამაძის ცოლ-შვილს დასაფლავების დროს გაწეული ხარჯების დასაფარად გამოუყონ 1 000 მან.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 1-ელი ოქტომბრის ბრძანებით ვალერიან სიმონის ძე ჯაფარიძე სოხუმის რელური სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ელენე ბერძნიშვილი სიღნაღის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან მაქსიმე ბერძნიშვილი სახალხო განათლების სამინისტროს საპროფესიო და სატექნიკო სასწავლებელთა განყოფილების საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აქვეყნებენ განცხადებას, რომ გარდაიცვალა პეტრე მეტრეველი. გამოსვენება არამიანცის საავადმყოფოდან დილის 9 საათზე იყო დაგეგმილი.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 1-ლ ოქტომბერს გაზეთ „სახალხო საქმეში“ მეუღლე, ნათესავები და მეგობრები აკეთებენ განცახადებას, რომ არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა პავლე მეტრეველი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმეშის“ გამოქვეყნდა განცხადება ნ. გ. თევზაძის უფლებების შესახებ, რომელშიც საუბარია, რომ ახალი ტიპის მერვე კლასის კურსს გაივლიან ოთხ წელიწადში.

1918

ტიპი: ღონისძიება

რეიხსტაგის მთავარ კომისიაში სტატს-სეკრეტარმა, ფონ-პიხტცემ განაცხადა, რომ ბულგარეთი მეტად რთულ მდგომარეობაშია ვარდარსა და ცინის შუა. ფრონტიდან მოსული ცნობებიდან ჩანს, რომ მთავრობის თავმჯდომარის, მალინოვსკის წინაშე საქმის ვითარება ცუდად იყო მოხსენიებული. ბულგარეთის დელეგაცია ოთხშაბათ საღამოს უნდა გამგზავრებულიყო სალონიკში. როგორც ჩანს, საზავო წინადადება მთავრობის, მეფის და პარლამენტის თანხმობით იქნა წარდგენილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, სამხედრო საბჭომ გენერალ ალემბის გაუგზავნა დეპეშა, წრფელი გულით მიულოცა მას და მისი უფროსობის ქვეშ მყოფ ნაწილებს გამარჯვება უკანასკნელ ოპერაციაში.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, უფროსი მილიციონერი ვასილიევი მოვალეობის დაუდევრად შესრულებისთვის მილიციის უფროსმა ერთი კვირით დააპატიმრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ლი ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, საქართველოს მთავრობამ საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე, ხოლო სხვადასხვა თანამდებობაზე საოლქო სასამართლოს წევრი კარასიოვი, ვასილინი, მელ. კანდელაკი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, დ. ტატიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე და ილია ბადრიძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სოფიო ბუტულაშვილი ქუთაისის „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნეს ვერა გიორგის ასული ავალიშვილის თხოვნა, 1918 წლის 16 ივლისიდან სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის განათლების მინისტრის N 55 ბრძანებით, სამთო ინჟინერი ვახტანგ აპოლონის ძე ივანიცკი თბილისის მიწის მზომელთა ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მორიგ სხდომაზე, მთავარი გამგეობის დაადგინილებით, ქართული გიმნაზიის მაჰმადიან მოსწავლეებს – მურად გულთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს მომავალი წლის პირველ იანვრამდე თვეში 100 მანეთი დაენიშნათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებლში მუშაობდა პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი და სასწავლებლის დირექტორი ო. პ. აღაპიევი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა რუსული ენის პედაგოგი ვ. ო. კრონოვიჩი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნ. ფ. ტორჩინავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: მინსკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მათემატიკის პედაგოგი ივანე ვასილის ძე ჩუისტოვი, მიხაილოვის არტილერიის აკადემიის კურსდამთავრებული, ფიზიკის მასწავლებელი ე. ფ. სმალკა, პეტროგრადის უნივერსიტეტის მსმენელი, ისტორიის პედგოგი იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გეოგრაფიის პედაგოგი ვ. ფ. ბადინსკი, გერმანული ენის მასწავლებელი რ. მ. პროზოროვსკაია, ფრანგული ენის პედაგოგი ნ. ნ. სუროვიოვა და რუსული ენის პედაგოგები: კიევის სასულიერო სასწავლებლის მსმენელი ა. ა. შალაიკა, მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდმთავრებული გ. პ. ლევიცკი, თბილისის ქალთა პირევლი გიმნაზიის მსმენელი ლ. ი. სტასი, ნ. ნ. ისაევა, ვ. მ. ლანდაი, ე. ა. ვასოევიჩი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა საღვთო სჯულის მასწავლებელი ო. მ. არხანგელსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ივანე გველესიანი თბილისის ვაჟთა II გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ ოქტომბერს კანცელარიის დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ ძიძიგური ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს 2 ოქტომბრის N 291 მინაწერის პასუხად სწერენ, რომ საჭიროა წარმოადგინოს კონსტანტინე ანთაძის დოკუმენტები. ის დროებით დაშვებულია ქართული ენის მასწავლებლად გიმნაზიის დაბალ კლასებში.