საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1853

ტიპი: გარდაცვალება

1853 წლის 24 მარტს სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი დავით სვიმონის ძე კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1876

ტიპი: გარდაცვალება

1876 წლის 13 ივლისს სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს (ბარდაველიძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მარკოზის ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-96 წლებში ზოსიმე კონსტანტინეს ძე ნემსიწვერიძე სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1917 წლებში მეთოდე გიორგის ძე უკლება სიმონეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-83 წლებში დავით გიორგის ძე საცერაძე სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს (ბარდაველიძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ნატალია გაბუნიამ გორის სცენაზე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ ხამფერას როლი შეასრულა.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს იოვანე დავითის ძე მხეიძე სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ანდრია ნემსიწვერიძე (ნეფსწვერიძე) სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი იყო.

1844

ტიპი: გარდაცვალება

1844 წლის 9 დეკემბერს სიქთარვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე ქოჩიაშვილი გარდაიცვალა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876-77 წლებში იაკობ სიმონის ძე სირბილაძე სიმონეთის წმ. დავით და კონსტანტინეს (ბარდაველიძეების უბნის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წელს დავით ერისთავის მიერ გადაკეთებულ პიესაში „გეო, მინას და კომპანია“ მონაწილეობის მისაღებად ნატალია გაბუნია მამამ თბილისში ჩამოიყვანა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი სექტემბრიდან ნატალია გაბუნია სახაზინო თეატრის თანამშრომელი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება. კრებაზე კავკასიის განყოფილების საპატიო წევრებად აირჩიეს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი, მისი თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე, საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩი და გრაფი ალექსეი უვაროვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ოქტომბერს თბილისში გაიხსნა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს სამოსწავლო ოლქის ინსპექტორი ლოპოტინსკი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ოქტომბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ოთახში გამართულ კავკასიის საქონლის მომშენებელთა კრებაზე რადულოვიჩმა წაიკითხა მოხსენება თემაზე „დაკვირვება კავკასიის ღორების ჯიშებზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალუსტ შიხიაშვილის ლექსი „ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის მოგონება „ნატო გაბუნია სახალხო სცენაზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ (ნატალია გაბუნიას ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ გოცირიძის წერილი „ნატო გაბუნია, როგორც მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის „სიკვდილი“ (ნ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „აღარ გვყავს ნატო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წელს ი. ე. ლიბარსკი იყო სტავროპოლის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის წევრი.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის აგვისტოში ზუბალაშვილების სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დაადგინა, მსახიობის ნატო გაბუნია-ცაგარლის ცხედარი გვირგვინით შეემკოთ და დაკრძალვას დასწრებოდნენ.