საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 28 იანვარს სკანდის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე გარდაიცვალა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „თეატრი და მოსწავლე ახალგაზრდობა“.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 15 მაისს სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე გიგაშვილი გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „ფხიზლად, კონსულებო“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეფემია მესხის მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1861

ტიპი: თანამდებობა

1861 წელს გაბრიელ იესეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ვასილ ხუნდაძემ ნატალია გაბუნიას ფონდს 25 მანეთი შესწირა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსკოვის ქართველთა საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე სუმბათაშვილის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის აგვისტოში ხაშურის საზოგადოებამ დაადგინა, გვირგვინით შეემკო ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და დაკრძალვაზე წარმომადგენლად მთავარდიაკვანი იოსებ კვალიაშვილი გაეგზავნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ თავდგირიძის დეპეშა. იგი სოხუმელი ქართველების სახელით მწუხარებას გამოთქვამდა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს პოლიციის მე-10 ნაწილში, ელისაბედისა და ბატარეის ქუჩის შესაყართან, თბილისის მოქალაქე გ. კანდაროვმა გამართა ორთქლით პურის საცხობი ქარხანა „ზარია". ქარხნისთვის საჭირო ყველა მანქანა მან გერმანიიდან გამოიწერა. აქ დღე-ღამეში 500 ფუთამდე პურს აცხობდნენ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის ლექსი „შემოდგომა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“ (ხანა კაპიტალიზმის აღყვავებისა) მე-4 ნაწილი.

1809

ტიპი: თანამდებობა

1809-57 წლებში მათე (მატათე) კაციას ძე აფრიდონიძე სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის წერილი „ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების გამო“.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ პირველად გამოიცა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „იაკობ გოგებაშვილი“.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წელს იაკობ გოგებაშვილმა პედაგოგიური საქმიანობა შეწყვიტა.

1840

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს ვარიანში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვკვდები... ვაიმე!..“

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-94 წლებში ილია მოსეს ძე აფრიდონიძე სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-17 წლებში ილარიონ სიმონის ძე ლოსაბერიძე სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 12 მაისს სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ლეონტი დავითის ძე კუჭაიძე გარდაიცვალა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1912 წლებში ლეონტი დავითის ძე კუჭაიძე სორმონის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ მჭედლოვისა და კოტე მარჯანიშვილის მოსკოვიდან გამოგზავნილი დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.