საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81477

1847

ტიპი: თანამდებობა

1847-48 წლებში ნიკოლოზ თადეოზის ძე წიქორიძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842-47 წლებში ოქროპირ კვერნაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: გარდაცვალება

1848 წლის 30 მაისს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი მათე რუსაძე გარდაიცვალა.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 7 ივნისს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ოქროპირ კვერნაძე გარდაიცვალა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილს დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდება დაუმტკიცეს და 2 წლით დუშეთის ციხეში პატიმრობა მიუსაჯეს.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პეტერბურგის I სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და ოფიცრის წოდება მიენიჭა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასული ხოსიტაშვილის ლექსი „მე სამკვიდრებელს აქ არ დავეძებ...“.

1872

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი 1872 წლის 2 იანვარს ახაშენში დაიბადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას წერილი „ტ. გ. შევჩენკოს პოეზია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის წერილი „ტარას შევჩენკო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ღია კარი გულის, გულის!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „პატარა წერილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასო ვასილის ძე გორგაძის მოთხრობა „მსჯავრი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პროკოფი ამბაკოს ძე გუჯაბიძის წერილი „სულ პაწა შენიშვნა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის წერილი „პატარა ღია პასუხი, დიდს ღია (ლავრენტი წერეთლის) წერილზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბერს ქართულ თეატრში დავით ნახუცრიშვილის ნათარგმნი ჰაუპტმანის პიესა „მზის ამოსვლამდე“ წარმოადგინეს. პიესის რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ფილიმონ ლაფერაშვილის ლექსი „ლოცვა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსნა. დასის წევრები იყვნენ: ვასო აბაშიძე, ილია მამფორია, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ზაქარია ბერიშვილი, ნიკოლოზ გვარაძე, ვალერიან გუნია, იოსებ ივანიძე და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთოლი“ წარმოადგინეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციის ბრალდებით დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 10 ოქტომბერს მ. მ. თუმანიშვილმა შიდა მრეწველობის კრებაზე წაიკითხა მოხსენება თბილისში ხალიჩების საქსოვი ცენტრალური სკოლის დაარსების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლის პროექტზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გორის ქალაქის რწმუნებულთა კრებამ უკანასკნელ სხდომაზე აირჩია განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაავალა ეზრუნა ნებადართული ქსენონის დაარსებაზე. კომისიის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი სააკოვი.