საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87041

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 15 თებერვალს სიონის ტაძარში შუშანა გიორგის ასული ასათიანის სულის მოსახსენიებლად წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 15 თებერვალს შუშანა გიორგის ასული ასათიანი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა შალვა ბერიძის „ნაციონალური ჰიმნი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თბილისში ჩამოვიდა. ის მთავრობას აზერბაიჯანთან ახალი სატრანზიტო ხელშეკრულების შესახებ მოხსენებას წარუდგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზუგდიდის ერობა ლოტბარ ძუკუ ლოლუას მაზრის სახალხო სიმღერების ინსტრუქტორად დანიშვნასთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან შუამდგომლობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ძუკუ ლოლუა ზუგდიდში ლოტბარი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი იმყოფებოდა და ხანგრძლივი საუბარი ჰქონდათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა და ახალგაზრდათა მთავარმა კომიტეტმა გამართა ტიტე მარგველაშვილის ლექცია „მეცნიერული სოციალიზმი და ევროპის თანამედროვე ეკონომიური ვითარება“. ლექციას ბევრი ხალხი დაესწრო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვალს სახელმწიფო თეატრი სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით გამართავდა მ. დავიდოვას გასტროლს, წარმოადგენდნენ „ვერტერს“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ იანვარს აკაკი ერმილეს ძე ხავთასი პატარა ასაკში გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერმილე სვიმონის ძე ხავთასის აკაკი ხავთასის მამა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვალს წმ. ნინოს ეკლესიაში აკაკი ერმილეს ძე ხავთასის ორმოცი დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვალს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრ ნიკიფორე გურგენის ძე ჭყონიას სოფელ ჩიბათში ეკლესიის ეზოში დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სოფელ ჩიბათის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტი იუწყება წევრ ნიკიფორე გურგენის ძე ჭყონიას გარდაცვალებას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკიფორე გურგენის ძე ჭყონია სოფელ ჩიბათის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრი იყო.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის პირველ სექტემბერს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს მიხეილ კავსაძემ თბილისის ქართული საამხანაგო მომღერალ-მგალობელთა გუნდი შექმნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა უნდა მოეწვია. კომისიის წევრები იყვნენ: კოტე მესხი, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ვალერიან შალიკაშვილი, მიხელ ქორელი, ივანე ბარველი და სხვ.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-13 წლებში ირაკლი სპირიდონის ძე კოკელაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-1903 წლებში ბესარიონ გრიგოლის ძე დეისაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 მარტს სახალხო სახლში კოტე ყიფიანის სასცენო მოღვაწეობის 45 წლის იუბილე გაიმართა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 მარტს ქრისტინე შარაშიძემ ქართულ თეატრში წაიკითხა ლექცია „ქართველი ქალი ახალ ქართულ მწერლობაში“.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 24 აპრილს უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის წერილი „ორი სიტყვა ბათუმის ქართულ დასზე“.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლის ზამთრის სეზონზე ქართული თეატრის რეჟისორები იყვნენ: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვალერიან შალიკაშვილი და მიხეილ ქორიძე.