რეგისტრირებული ფაქტები88465
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-94 წლებში გრიგოლ სტეფანეს ძე დეისაძე უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის მარტში შეიქმნა კომისია, რომელსაც ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობა უნდა მოეწვია. კომისიის წევრები იყვნენ: გრიგოლ დიასამიძე, სოფრომ ტარუაშვილი, შალვა დადიანი, ალექსანდრე წუწუნავა და სხვ.
1890
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1890-იან წლებში ალექსანდრე ყაზბეგს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850-54 წლებში ანტონ სიმონის ძე ჯაოშვილი უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860-90 წლებში ანტონ სიმონის ძე ჯაოშვილი უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში სიმონ მაქსიმეს ძე ჯაოშვილი უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: გარდაცვალება
1863 წლის 3 აპრილს უსახელოს მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი სიმონ აბულაძე გარდაიცვალა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში მელენტი (მელიტონ) პავლეს ძე კუხალაშვილი უკანეთის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქუთაისის მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწე ჩაჩიბაია იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს თბილისში, მესამე განყოფილებაში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე ქალაქ თბილისის გამგეობამ განიხილა ქალაქის მოურავად ნამყოფი, აწ გარდაცვლილი, გიორგი ევანგულოვის შუამდგომლობა თბილისის დედათა პირველი გიმნაზიის პირდაპირ, ერევნის მოედანზე, ბაღის გამართვის შესახებ.

