საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტი თბილისში ჩამოვიდა და მალევე საგურამოში, ილია ჭავჭავაძესთან, გაემგზავრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ეკატერინე მუატის ხელმძღვანელობით სურამში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის აგვისტოს „კავკაზის“ ცნობით, თბილისის საქალებო პროგიმნაზია ოლღა თეოდორეს ასული არჩვაძის სახელობის გახდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 3 აგვისტოს „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის ეთნოგრაფიული წერილის „ფშავ-ხევსურეთი“ მესამე ნაწილის გაგრძელება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, მოსე ოზაშვილი ვაჭარი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროებაში“ ქრისტეფორე ოზაევის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 13 ივლისს შათიროვს სიღნაღის მოსახლეობამ გამოსათხოვარი სამადლობელი სადილი გაუმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის პირველი აგვისტოს „დროების“ ცნობით, შათიროვი ტელეგრაფის უფროსი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, პ. ი. პიასეცკის ჩინელების ჩამოყვანა და ჩაის კულტურის განვითარება დაავალეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ დავითაშვილი ეკლესიებიდან წარწერების გადმოსაღებად ცხინვალში გაემგზავრა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 31 ივლისის „დროების“ ცნობით, ი. დავითაშვილი ფერმწერი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, სამსონ ელიაშვილი აფთიაქარი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 2 ივლისს ალენიკოვი პეტერბურგში გამართულ კავკასიის რკინიგზის საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 ივლისის „დროებაში“ დაიბეჭდა სამსონ ელიაშვილის წერილი ყვირილის აფთიაქის შესახებ.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, ალენიკოვი რკინიგზის გამგეობის წევრი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 ივლისის „დროების“ ცნობით, პიასეცკი საქართველოში იმყოფებოდა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა, რომ ოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილი კრებულის გამოცემის შეფერხება ქართველი მწერლების მიერ შეპირებული მასალების დაგვიანებით იყო გამოწვეული.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში ნიკიფორე გრიგოლის ძე კაშია ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894-98 ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე თევდორაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე თევდორაძე ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაძის მეთაური წერილი „სათეატრო მუზეუმი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მარტში ივანე სარაჯიშვილი მომავალი სეზონისთვის ყაზანის ოპერაში მიიწვიეს.

1840

ტიპი: გარდაცვალება

1840 წლის თებერვალში ფარცხანაყანევის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ თევდორაძე გარდაიცვალა.