რეგისტრირებული ფაქტები91987
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის საქმეთა ყოფილი მინისტრის, რაფაელ ჩხოტუას, თხოვნა დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორის მიწერილობა კონსტანტინე აბულაძის შესახებ ინახებოდა N701 საქმეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
სამტრედიის გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძის ნებართვით გიორგი გიორგიძე ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად დაბრუნდა თბილისში და უკან უნდა დაბრუნებულიყო არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, მაგრამ 19 ოქტომბერსაც არ გამოცხადებულა სამსახურში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ოქტომბერს კანცელარიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ მთავარგამგემ 18 ოქტომბრის N 49 ბრძანებით, კლასის დამრიგებლის თანაშემწედ ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი დანიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 ოქტომბერს თავის პირველ სოლო კონცერტს მართავდა ცნობილი მევიოლინე ი. ი. ფიშბერგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ამბროსი ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს სკოლის მასწავლებელმა ივანე ლუკას ძე ბახტაძემ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში კლასთა დამრიგებლების თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ოქტომბრიდან ვერა ბერნატოვიჩი თბილისის ,,ახალი სკოლის’’ ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგა ქუთაისის ქართველ ებრაელთა დეპუტაცია და განუცხადა, რომ ისინი ქართველებად მიიჩნევენ თავს და ამის გამო თავის წარმომადგენელს არ ირჩევენ საბჭოში, ვინაიდან სრულ ნდობას უცხადებენ საბჭოს ქართველ წევრებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ნიკო ნიკოლაძე ბერლინიდან თბილისში დაბრუნდა და საგანგებო მოხსენებით წარუდგა საქართველოს პარლამენტს გერმანიასთან დადებულ ეკონომიკურ ხელშეკრულებათა შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1-ლი ოქტომბრიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 ოქტომბერს ებრაული საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა ებრაული რელიგიური და სახალხო მუსიკის საღამო. კონცერტში მონაწილებოდნენ: ბ. ი. ზალინსკი, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი და ი. ი. ფიშბერგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება თელავში არაქართველთათვის გიმნაზიის გახსნის შესახებ. 1918 წლის 21 ოქტომბრის განათლების მინისტრის მოადგილის დადგენილების თანახმად, გიმნაზიის დირექტორს გაკვეთილების კვირეული განაწილება და სამუშაო გეგმა გაეგზავნა. განკარგულებას ხელს კანცელარიის დირექტორის ნაცვლად ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძე აწერდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივანი 1918 წლის 21 ოქტომბრის მოხსენება ეხებოდა იმ მოსამსახურეთა სალიკვიდაციო ფულით დაკმაყოფილებას, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების დღიდან დარჩნენ შტატგარეშედ, ესენი არიან: ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტროს 20, ამიერკავკასიის სასწავლო ოლქის 48, თბილისის ქალთა ინსტიტუტის 94, ფიზიკური ობსერვატორიის 27, ამიერკავკასიის მუზეუმის 10 მოსამსახურე, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლების დირექტორები და სხვ. საჭირო იყო 108 610 მან. 09 კაპ.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს წერს, რომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავლის იმედი აძლევდა ამ მძიმე ტვირთის ტარების ძალას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს მოესწრო: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, მაგრამ თითქმის 30 წლის მანძილზე ამ მძიმე უღლის ტარებამ ზემოაღნიშნულ პირობებში ძალზედ დაღალა და აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგის წინაშე მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თვით მ. გიორგაძის თხოვნის საფუძველზე.

