რეგისტრირებული ფაქტები87018
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა პოლიაევის ბენეფისი „აფრიკელი ქალი“.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 თებერვალს სოფელ საჭილაოში, მთავარანგელოზის ეკლესიაში ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელიას დაკრძალავდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ფავლენიშვილი ვლადიმერ ლუარსაბის ძე ფავლენიშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლუარსაბ ფავლენიშვილი ვლადიმერ ფავლენიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვლადიმერ ლუარსაბის ძე ფავლენიშვილი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსის მოადგილე ინჟინერი ი. ს. შაიკევიჩი თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქუთაისის გუბერნიაში სიმინის ახალი ჭია გაჩნდა, რომელმაც მემამულეებს დიდი ზარალი მიაყენა. მემამულეებმა დასახმარებლად იაკობ მედვედევს მიმართეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის ოქტომბერში ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საბჭოს სხდომაზე გაეტანა ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი, რადგან მ. ა. სულიევს 4-წლიანი ვადა გაუვიდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კოტე მესხის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „მეუფე ურიათა“.

