რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 აპრილს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირეჯიბმა ფილარმონიის დარბაზში პატარა კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ბათუმის ძველი თეატრის მფლობელმა შმაევსკიმ ახალი თეატრის მშენებლობა დაიწყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში იუზა ზარდალიშვილი წაღვერში წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ალექსანდრე შარაშიძეს ძმასთან ერთად დ. ჩოხატაურში გახსნილი ჰქონდა 2-კლასიანი სკოლა სამეურნეო განყოფილებით.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877 წელს სოფრომ მგალობლიშვილმა „ივერიის“ რედაქციაში ილია ჭავჭავაძე გაიცნო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში ვასილ ურუშაძე შავი ზღვის დაბა-ქალაქებში გაემგზავრა მაისიდან წარმოდგენების გასამართად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბერს გამართული სამეურნეო საზოგადოების საიუბილეო კრება გახსნა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის ამხანაგმა, კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრმა ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეიმ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს პეტერბურგისა და მოსკოვის გურბერნიის მარშლები, ზინოვიევი და თ. ტრუბეცკოი, მცხეთის დღეობაზე იყვნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ზაქარია ჭიჭინაძემ ანტონ ფურცელაძის გარდაცვალების 6 თვის თავზე გამოსცა წერილების კრებული მისი მოღვაწეობის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აპრილში გურიის დაბა-სოფლებში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოებზე გიორგი ნიორაძემ წაიკითხა ლექციები იაკობ გოგებაშვილისა და მისი პედაგოგიური იდეალების შესახებ, გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა – საკუთარი ლექსები და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ბ. ბ. შესტაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისის არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიხსნა კავკასიის ექიმთა საზოგადო კრება, რომელსაც დაესწრო 130-ზე მეტი ექიმი. გახსნაზე წაიკითხეს მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინის მილოცვა და ბოდიში, რომ პირადად ვერ შეძლო დასწრება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 სექტემბერს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე ფრეზე ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის პანაშვიდზე დიდუბის ეკლესიაში გალობდა სათავადაზნაურო სკოლის მგალობელთა გუნდი და ილია კარგარეთელისა და სანდრო კავსაძისა.