საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81393

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, პეტერბურგის საინჟინრო კომისიამ ფოთის პორტის ასაშენებლად დიმიტრი თეოდორეს ძე ჟარინცოვის მიერ წარდგენილი პროექტი დაამტკიცა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული ქ. ყანჩელის ფელეტონისა „ეჭვიანობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქიზიყელი კორესპონდენტის, ხ. სარქისოვის ცნობა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტყეებში გაჩენილი ხანძრის შესახებ.

1872

ტიპი: სახელი

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებიდან“ ვიგებთ, რომ დ. ზურაბისშვილი იყო დავით ჩქოტუას ფსევდონიმი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დ. ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას კორესპონდენცია „პეტერბურღიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეფრემ შარაბიძის კორესპონდენცია „რაჭიდამ, აგვისტოს 2-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ჩვენი ქალები და უმაღლესი განათლება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკანოზ ს. მიქაევის წერილი „პირის დაყოფა ცრუ-მწერლობისა“ იმერეთის სამღვდელოების შესახებ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-სა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „მიდებ-მოდება“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილი „უფ. ვ. გამრეკელოვს“, რომელშიც ავტორი იმავე გაზეთში ვასილ გამრეკელის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიას აკრიტიკებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „საზოგადო უბედურებას საზოგადო დახმარება უნდა“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, თედორე ხინტკირიამ ხონის ქალთა სასწავლებელს 14 მანეთი შესწირა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ნიკო შატილოვმა და ნიკოლოზ ჟდანოვმა ხონის ქალთა სასწავლებელს 35 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, გიგო როსტომის ძე ბერიძემ და გურგენ მდივანმა ხონის ქალთა სასწავლებელს 20 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ივანე გლახუას ძე ქუთათელაძემ და ლუკა დავითის ძე ქორქაშვილმა ხონის ქალთა სასწავლებელს 25 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ოქროპირ დავითის ძე ქუთათელაძემ და ლუკა მათეს ძე ბახტაძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 8 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვასილ ანტონის ძე ქუთათელაძემ და ივანე სიმონის ძე შარაშიძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 20 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, სამსონ ტარიელის ძე წულუკიძემ და გიგო სიმონის ძე წულუკიძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 40 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, სოფია ალმასხანის ასულმა წულუკიძემ და კონსტანტინე დავითის ძე წულუკიძემ ხონის ქალთა სასწავლებელს 60 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 1-ელი სექტემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი პაატას ძე წულუკიძემ და ივანე პეტრეს ძე ჯაიანმა ხონის ქალთა სასწავლებელს 45 მანეთი შესწირეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, აგვისტოს 6-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ლ. ხირსელის კორესპონდენცია „თუქურმიშა, აგვისტოს 5-ს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „მეყველეების საზოგადოება ქართლში“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 1-ელ სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „წინდა და ქუდი“ გამოქვეყნდა.