რეგისტრირებული ფაქტები81393
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, სწავლების გაეროვნების გამო ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელი ნატა გერასიმეს ასული ბარანნიკი შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით სწავლების გაეროვნების გორის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი ფელიცატა ივანეს ასული კორენევა შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა სწავლების გაეროვნების გამო შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგიევი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებელი ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებელი ანტონ კირილეს ძე კაკტინი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის საქმისმწარმოებელი და კლასის დამრიგებელი თამარ ილარიონის ასული გუბარევი სწავლების გაეროვნების გამო შტატის გრეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით გორის ქალთა გიმნაზიის კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა სწავლების გაეროვნების გამო შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ვლადიმერ ხიზანიშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 9 სექტემბრის ბრძანებით ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ონიკაშვილი გორის ქალთა გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით კონსტანტინე კანდელაკი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
პოლიკარპე ლუკას ძე ბახტაძე 1917/18 სასწავლო წელს ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, პარმენ ივანეს ძე ჭრელიძე ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 17 სექტემბრის ბრძანებით დავით გაჩეჩილაძე თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 მარტს პოლიკარპე ლუკას ძე ბახტაძე ხონის ქალთა გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ელი იანვრიდან ხონის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ პოლიკარპე ბახტაძეს მიენიჭა საშუალო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მათემატიკაში და დამტკიცდა იმავე თანამდებობაზე.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, პოლიკარპე ბახტაძე დააპატიმრეს ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილეობის მიღების გამო.
1935
ტიპი: ღონისძიება
ხონის ვაჟთა გიმნაზიის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს გაუგზავნეს დეპეშა, რომელშიც შუამდგომლობდნენ განათლების მინისტრის წინაშე მასწ. პოლიკარპე ბახტაძის გათავისუფლებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრის კანცელარიამ გამოსცა მოწმობა, რომლის მიხედვითაც პოლიკარპე ბახტაძეს ხონში გამგზავრებისა და თავისუფალი ცხოვრების ნება მიეცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ვალერიან გიგინეიშვილი ბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ელენე გველესიანი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის აგვისტოში პოლიკარპე ბახტაძე პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ხონის ვაჟთა გიმნაზიაში მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 მარტს ხონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც იმავე წლის 13 მარტიდან პოლიკარპე ბახტაძისთვის უნდა მიეცათ ფიზიკა-კოსმოგრაფიისა და მათემატიკის ოცი გაკვეთილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში ნიკოლოზ კეჭაღმაძე ქართული ენის მასწავლებლად დინიშნა.