რეგისტრირებული ფაქტები87018
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-17 წლებში ალექსანდრე მათეს ძე შანიძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი პეტრეს ძე მუსერიძე ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი იყო.
1807
ტიპი: თანამდებობა
1807 წელს გიორგი (გრიგოლ) გაბაშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1835
ტიპი: თანამდებობა
1835 წელს გიორგი (გრიგოლ) გაბაშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852 წელს იოსებ გიორგის ძე აბრამიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს იოსებ გიორგის ძე აბრამიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1906 წლებში ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901-17 წლებში რაჟდენ თომას ძე ხუნდაძე ქუთაისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს, თავად სიმონ ლორთქიფანიძეს ებოძა მისი იმპერატორებითი უდიდებულესობის სასახლის კამერგერობა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს დავით ანთაძემ ბახვის უფასო სამკითხველოს 5 ცალი რუსული წიგნი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის საქალაქო სამმართველომ თბილისის სახელით გამართა სადღესასწაულო საუზმე, რომელზეც მიწვეული იყვნენ საქართველოს ეგზსარქოსი ფლაბიანე, სომეხთა კათალიკოსი მკრტიჩ I და სხვა საპატიო ადამიანები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის სექტემბერში კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე და ფოსტა-ტელეგრაფის ოლქის უფროსი ლინდენი საბერძნეთის დედოფალს ბათუმამდე გაჰყვნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ გოლიცინმა გამართა საუზმე თავადაზნაურობისა და ქალაქის წარმომადგენლებისთვის.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წელს გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წევრთა საიუბილეო-სადღესასწაულო კრებაზე სამეურნეო საზოგადოების მდივანმა ეგნატე იოსელიანმა წაიკითხა მოხსენება სამეურნეო საზოგადოების 50 წლის მუშაობის შესახებ, მისი თქმით, საზოგადოების დაარსების მოთავე იყო მიხეილ ვორონცოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 29 სექტემბერს არტისტული საზოგადოების დარბაზში გაიმართა რ. ი. ჩერნეცკაიას კონცერტი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილს 1-ელი ხარისხის წმინდა სტანისლავის ორდენი გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს კავკასიის გამოფენაზე მცირე კომისია ალექსანდრე ქალანთარის თავმჯდომარეობით შეუდგა მეაბრეშუმეთა ექსპონატების ანალიზს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 სექტემბერს თბილისის სასულიერო სემინარიაში გაიმართა ლიტერატურისა და მუსიკის საღამო, რომელზეც მიწვეულები იყვნენ საქართველოს ეგზარქოსი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ალექსანდრე, იმერეთის – ლეონიდე და გორის – კირიონ II.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე ჩატარდა ტყავის ექსპერტიზა, კომისიის თავმჯდომარე იყო გიორგი ალიბეგოვი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.

