საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბერგერმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლაზარე გობიაშვილმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არტურ ქიუჩარიანცმა ორთქლით სამკურნალო გახსნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მირზაბეკოვმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ხ. გოძიაშვილმა ანტვერპენის საერთაშორისო გამოფენაზე საპატიო დიპლომი მიიღო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გეგენავა მსახიობი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ი. ჯაიანი მსახიობი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზ. კანდელაკი მსახიობი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ვ. ნიკოლაძე მსახიობი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ზ. ი. ოგანეზოვმა პერევისის სოფლის სკოლას 20 ცალი სასწავლო წიგნი შესწირა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სამსონ ანჯაფარიძე ბლაღოჩინი მღვდელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 21 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ესტატე აგიაძე ყარსის ოლქისა და ალექსანდროპოლის ბლაღოჩინი იყო.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის იანვრის რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის ანგარიშს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დიასამიძე, გოგია კავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი, მიხეილ კლიმიევი, ნ. საძაგლიშვილი და ნ. მძინაროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვრის ბოლოს ფოსტის შენობაში გაიხსნა ფოსტა-ტელეგრაფის ამბულატორია, რომელიც შედგებოდა 7 ოთახისგან: ავადმყოფთა მისაღები დარბაზი, კანცელარია, გამგის კაბინეტი (ექიმი ჩიქოვანი), სადოსტაქრო და ქალურ ავადმყოფთა მისაღები (ექიმი ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი), ვენერიული კაბინეტი (ექიმი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი), სტომატოლოგიური კაბინეტი (ექიმი ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი) და აფთიაქი (ზენინგი).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ნათიშვილი ვენსნეულებათა ექიმი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ჩიქოვანი ფოსტა-ტელეგრაფის ამბულატორიის გამგე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი გინეკოლოგი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე გრიგოლის ძე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ასლან აბაშიძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დიურანი იყო ალჟირისა და ტუნისის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაადგინა, მონაწილეობა მიეღო დავით კლდიაშვილის იუბილეში, რომელიც გაიმართებოდა 15 თებერვალს, 20 საათზე. იუბილარს საზოგადოების სახელით მიულოცავდნენ დავით კარიჭაშვილი და მეთოდე კაკაბაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალჟირისა და ტუნისის სპეციალური წარმომადგენელი დიურანი ასევე იყო საფრანგეთის დიდი ბანკის წარმომადგენელი და თბილისში აპირებდა ამ ბანკის განყოფილების დაარსებას.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მისი მოთხრობა „ქეთო და ცხენი“ მალე ქართულად ითარგმნებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა სტამბის მეპატრონეებს, რათა დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 დეკემბრის კანონის თანახმად, სამინისტროსთვის გაეგზავნათ გაზეთისა და სხვა ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების 2-2 ეგზემპლარი.