საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კალანდაძე მუშაობდა სესიაშვილების ქარხანაში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იასონ ლორთქიფანიძე მუშაობდა ამიერკავკასიის ბანკში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს პართენ გოთუა მუშაობდა სამეურნეო ბანკში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ამერიკის შტაბის უფროსი ვემ. დეილი ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში რუმინეთის მთავრობის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დავით როსტომაშვილი და ილია ებრალიძე რუმინეთში მიემგზავრებოდნენ ხორბლის მისაღებად, რომელსაც თამბაქოზე გადაცვლიდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა წერილი „პაპის ლეგატის დელფიუშეს მისია და ჩვენი საეკლესიო პოლიტიკა“ (დასასრული), რომელიც ეძღვნება პაპის წარმომადგენელ დელფიუშეს საქართველოში ჩამოსვლას და სხვა საეკლესიო საკითხებს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს ოლღა ზაქარიას ასული ქურდიანი დეკანოზ გიორგი პეტრიაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი შტაბს-კაპიტანი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ირ. ფორაქაშვილი კოოპერატიულ საზოგადოება „კახეთს“ წარმოადგენდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის მეუღლე იყო ალექსანდრა თოიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს მხატვარ მოსე თოიძის შვილი იყო ირაკლი თოიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ზურაბ მაჩაბელი საქართველოს კონსული იყო თერგის ოლქში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკი იყო გამომძიებელი, პროკურორის მოადგილე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი იყო ინჟინერი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. პოპლოვსკი იყო გამომძიებელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი იყო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების მინისტრის მოადგილე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ინჟინერი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს კირილე იესეს ძე ნინიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ განცხადებების შემკრები აგენტი მ. ო. გაჟონია იუწყებოდა, რომ განცხადებებს შეღავათიან ფასებში მიიღებდნენ. კანტორის მისამართი: ოლღას ქუჩა N6, კანტორა „განათლება“, ტელ. 3-44, ან ბინაზე სასამართლოს ბოლოში, არშაკუნოვის ქუჩა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი ძმები იყვნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსკოვის კლინიკისა და სანატორიუმის ყოფილი ასისტენტი, ექიმი მიხეილ ზანდუკელი იუწყებოდა, რომ იღებდა შინაგან და ნერვიულ პაციენტებს (მკურნალობა და ფსიქოთერაპია) მისამართზე: ანასტასიევის ქ. N13.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებები საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფო საზოგადოების თელავის განყოფილებამ დაბეჭდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი თელავის სამუსიკო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.