რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში გადაიხადეს გიორგი ევანგულოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ გამგეობის წევრები, საბჭოს ხმოსნები და ქალაქის სამმართველოსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებათა მოხელეები.
1800
ტიპი: თანამდებობა
1800 წელს სპირიდონ ბაკურაძე ქველობნის (კურსების) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების საბჭოს წევრმა მოსკალსკიმ, რომელსაც დავალებული ჰქონდა სამეურნეო სკოლების რევიზია, ქუთაისის სამეურნეო სკოლის რევიზია დაასრულა და ტუაფსეში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის გამგეობამ დაადგინა, თბილისის მოურავის, გიორგი ევანგულოვის პანაშვილი ქალაქის საბჭოს დარბაზში გადაეხადათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად ათ-ათი შაური მიიტანეს ანა შოთაძემ, ივანე ბარველმა, ვ. მელანიშვილმა, ნიკა ციციშვილმა, ილია მამფორიამ, ბეგლარ ბეგლარიძემ და ელისაბედ ჩერქეზიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავად მყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად ნიკოლოზ გოცირიძემ ორი მანეთი მიიტანა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნიკო ჩაგუნავამ და ნატალია ჯავახიშვილმა – მანეთ-მანეთი.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომაზე ქალაქის მოურავის თანამდებობის შემსრულებელმა შესტაკოვმა დამსწრეთ გააცნო კავკასიის მთავარმართებლის წერილი ქალაქის ახალ ხმოსანთა არჩევის შესახებ. გამგეობამ წერილი განიხილა და გადაწყვიტა, უძრავი ქონების პატრონებისთვის ეცნობებინა, რომ მონაწილეობა მიეღოთ ხმოსნების არჩევნებში და დარჩენილი საქალაქო გადასახადები დროზე შეეტანათ.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850-54 წლებში ბესარიონ გიორგის ძე იოსელიანი ქვილიშორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1839
ტიპი: თანამდებობა
1839-49 წლებში ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა ქვილიშორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს თევდორე ყაველაშვილი ქვემო ხევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819 წელს თევდორე ყაველაშვილი ქვემო ხევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს გიორგი ბუშიშვილი (გამყრელიძე) ქვემო ხევის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.