რეგისტრირებული ფაქტები81404
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ სტუდენტ იუნკერს, შალვა (შალიკო) ილარიონის ძე დარახველიძეს გამოასვენებდნენ სამხედრო ჰოსპიტლიდან 16 საათზე და დაკრძალავდნენ სოფელ ღვიარაში (რაჭა).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ და კონსტანტინე გურულებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს შემდეგ საჩივარი შეიტანეს თბილისის სასამართლო პალატაში და თხოულობდნენ მანამდე არსებული დადგენილების გაუქმებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ და კონსტანტინე გურულებმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს უფროსი ნოტარიუსის დადგენილება გაასაჩივრეს ოლქის სასამართლოში, სადაც საჩივარი უყურადღებოდ დატოვეს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ ნიკოლოზ ღოღობერიძის მამა იყო სოლომონ ღოღობერიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მამედ ჰასან გაჯინსკიმ მოითხოვა, ეცნობებინათ, თუ რა მდგომარეობა იყო საქალაქო არჩევნებთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველი მხატვარი მოსე თოიძე და მისი ოჯახი (მეუღლე ალექსადრა თოიძე და შვილი ირაკლი თოიძე) ხელმოკლედ ცხოვრობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის შვილმა, ირაკლი თოიძემ გამოფენაზე ჯილდო მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების მინისტრმა გიორგი პავლეს ძე ერაძემ წერილი გაუგზავნა ფირმა „სიბუნიონ ლიმიტედის“ ბათუმის წარმომადგენელ ნოელ სტეფანეს ძე სმიტს, ხოლო მისი ასლი ამავე ფირმის ოფიციალურ წარმომადგენელს კავკასიაში ლევ ქრისტეფორეს ძე გერმანს 1919 წლის 29 ოქტომბერს მათთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დენიკინთან ბრძოლის საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიტიკური მერყეობის გადასაწყვეტად საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა წინადადებით მიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს, რათა დადგენილიყო სამხედრო ხელშეკრულება საერთო ძალით დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სასამართლო პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო პალატამ გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საადგილმამულო კომიტეტების განმარტების მიხედვით, უარი ეთქვა სამედიატორო მსაჯულების განჩინების სისრულეში მოყვანას.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საჩხერეში დაპატიმრებულ ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გუჯეჯიანთან ერთად დაპატიმრებული იყო მისი ორი თანაგუნდელი. უმიზეზოდ დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ათი წევრი, მაგრამ დანარჩენები გაათავისუფლეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმი ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძე გარდაიცვალა ეპიდემიასთან ბრძოლის დროს პარტახტიანი სახადით.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. ბალი იყო გ. კოჩიაშვილის საპნის ქარხნის პრაქტიკოსი ქიმიკოსი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში გამართული სრულიად საქართველოს სკოლის მასწავლებელთა ყრილობის დღის წესრიგში იყო: სასკოლო რეფორმა, მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პედაგოგთა კავშირის წესდების პროექტის განხილვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში სრულიად საქართველოს ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა დელეგატების პირველი ყრილობა გაიხსნა. ყრილობის პრეზიდიუმში იყვნენ: თავმჯდომარე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, მოადგილეები – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მდივნები – კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია და გიორგი გიორგობიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს პედაგოგთა პირველ ყრილობაზე განათლების მინისტრმა, ნოე რამიშვილმა დემოკრატიული სკოლის მშენებლობა პრიორიტეტულად გამოაცხადა (სახელმძღვნელოების არარსებობისა და იმის გამო, რომ ერი სხვა ენაზე აზროვნებას იყო მიჩვეული, მთავარი ამოცანა ეროვნული სკოლის შექმნა გახდა).